• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღმოჩენილია ზღვის ბინადარი უზარმაზარი მტაცებელი ჭიაყელების სოროები

ალია ავტორი - ალია
14:52 01-22-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

ზღვის ფსკერის 20 მილიონი წლის წინანდელი განმარხებული შრეების დეტალური ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა აღადგინეს გიგანტური წყალქვეშა ჭიაყელის სორო, რომელიც მსხვერპლზე სწორედ ასეთ სოროებში ჩასაფრებული ნადირობდა.

მკვლევართა განცხადებით, ახლად იდენტიფიცირებული ქმნილება სავარაუდოდ დღეს არსებული ჭიაყელების სახეობის, Eunice aphroditois-ის წინაპარი იყო. შემზარავი შესახედაობის ეს თანამედროვე არსებები სიგრძეში სამ მეტრამდე იზრდებიან და მსხვერპლს მძლავრი ყბებით იჭერენ და ჭამენ.

მიჩნეულია, რომ ასეთი ჭიაყელების ისტორია ასობით მილიონ წელს ითვლის და სავარაუდოდ ადრეული პალეოცენის ეპოქაში მივყავართ, მაგრამ მათი სხეულის რბილი ნაწილების გამო, ჩვენამდე მოღწეული ნამარხები არასრულია; სწორედ ამიტომ არის ახალი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

მათი სოროების ნაკვალევის წყალობით, რომლებსაც L-ის ფორმა ჰქონდა, დიამეტრი 2-3 სმ იყო და სიგრძე 2 მეტრამდე, მკვლევართა ჯგუფმა 319 ინდივიდის აღდგენა-დამუშავება შეძლო.

ნაკვალევის ნამარხებს, რომლებსაც იქნოტაქსონსაც უწოდებენ, მკვლევრებმა Pennichnus formosae დაარქვეს; სოროს ზომისა და ფორმის ანალიზებზე დაყრდნობით, ასევე ქანებზე დატოვებული უწესრიგობების ნიშნების საფუძველზე, ისინი უნდა ეკუთვნოდეს უძველეს ჭიაყელებს, რომლებიც ზღვის ფსკერიდან მსხვერპლის დასაჭერად საკმაოდ მაღლაც ხტებოდნენ.

„Pennichnus-ის ეს მორფოლოგიური მახასიათებლები მიუთითებს ჩასაფრებული მტაცებლის აქტივობებზე და შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ეს ნაკვალევი დიდი ალბათობით ეკუთვნის გიგანტური მრავალჯაგრიან ჭიებს, მაგალითად, Eunice aphroditois-ს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ერთ-ერთი ასეთი მორფოლოგიური მახასიათებელია რკინის მაღალი კონცენტრაცია სოროს ზედა ნაწილისკენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ უძველესი ჭიაყელები მსხვერპლზე თავდასხმის შემდეგ სოროს ხელმეორედ, ლორწოთი აშენებდნენ, რადგან ბაქტერიას, რომელიც ამ ლორწოთი იკვებებოდა, რკინის კვალი უნდა დაეტოვებინა.

P. formosae-ს სხვა პოტენციური ბინადრებიდან გამოირიცხა კრევეტები და მოლუსკები — კრევეტები უფრო ღია და კომპლექსურ სოროებს აგებენ და მკვლევართა მიერ გამოვლენილი სოროების ფორმა და სტრუქტურა არც მოლუსკების მახასიათებლებს ემთხვევა.

ასეთი აღმოჩენები ავსებს ჩვენს ცოდნაში არსებულ სიცარიელეს ამ ტიპის ქმნილებათა წარმოშობისა და დროთა განმავლობაში განვითარების შესახებ; გვეუბნება იმასაც, რამდენად დრამატული უნდა ყოფილიყო სიცოცხლე ოკეანეთა ფსკერზე მილიონობით წლის განმავლობაში.

„რომ შევაჯამოთ, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ, ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე, უძველეს გიგანტურ ჭიაყელებს ზღვის ფსკერი ათვისებული ჰქონდათ და ჩამვლელ მსხვერპლს სოროში ჩასაფრებული უცდიდნენ“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, როდესაც მსხვერპლი ჭიაყელას მიუახლოვდებოდა, ის სოროდან უცბად ხტებოდა, იჭერდა და დანალექებში მიათრევდა. ზღვის ფსკერს ქვეშ, განწირული მსხვერპლი ამაოდ ცდილობდა გაქცევას და ფართხალში დანალექებს კიდევ უფრო მიმოფანტავდა სოროს თავზე.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამიოქვეყნდა.

მომზადებულია 1ტვ-ის მიხედვით.

თეგები: მეცნიერება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved