• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დატოვებული და მოხსნილი შეზღუდვების სრული სია – რას ელოდება ჯანდაცვის მინისტრი 15 თებერვალიდან?

ალია ავტორი - ალია
14:08 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდვების დატოვებისა, თუ მოხსნის ე.წ. წერტილოვანი ახალი სქემა ასე გამოიყურება:

აჭარა

აჭარაში 1 თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა

ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი

1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო შაბათ-კვირას კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა.

ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

თბილისი, ქუთაისი, რუსთავი

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.

ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

საბავშვო ბაღები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

მათი გახსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და როგორც მთავრობა ამბობს, 15 თებერვალს გადაწყდება საბოლოოდ.

სათხილამურო კურორტები

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები!

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ძალაში რჩება და შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.

კომენდანტის საათი

1-ელ მარტამდე ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა, კერძოდ „კომენდანტის საათი“ საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

რა შემთხვევაში აღდგება/გაგრძელდება შეღუდვები ისევ

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. დაახლოებით 15 თებერვლისთვის ჩვენ კვლავ შევაფასებთ არსებული შეზღუდვების  შემსუბუქებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და თუ გვექნება სახეზე გაუმჯობესება, კერძოდ, როგორც აჭარაში თუ 7 დღის ვირუსის მაჩვენებელი აღარ იქნება 4 %-ზე მეტი გვექნება საშუალება გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია.

ფრენები და ტურისტები

პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფენები, – ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ფრენები არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი განვითარების და მათ შორის ტურისტული განვითარებისთვის. პირველი თებერვლიდან, მივიჩნიეთ შესაძლებლად, დავუშვათ რეგულარული ფენები, ეს ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ასევე ახალი ავიაკომპანიები, ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. ახლა მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი.

აქამდეც მოქმედებდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, გარკვეული ქვეყნების ჯგუფები, მათ შორის ნაცვალგების ქვეყნები, საიდანაც უფრო მარტივი იყო შემოსვლა, მაგრამ ახლა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად მეტად მიმზიდველია, მაგალითად ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, თავისთავად, ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მიმზიდველია ჩვენთვის ტურისტულად. ჩვენ ველოდებით, რომ უკვე უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე შევძლებთ, რომ ყველა წესის დაცვით ვუმასპინძლოთ უსაფრთხოდ უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ნამდვილად კარგი დადებითი სიახლე. ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება დიდი ალბათობით შეხვედრა ტუროპერატორებთან, ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოემზადონ ეს კომპანიები, რომ ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ“

პირბადე და რიგის მართვა

ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება.

ტესტირების პროტოკოლი:

შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების პროტოკოლები.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან ორ კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20 %-ის ტესტირება.

კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება.

ბუნებრივია, სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ.

“ალია” კი შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს განაცხადა: “კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველო, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს.”

რა პრინციპით და რომელი გათვლებით ელოდება მინისტრის მესამე ტალღას ქვეყანაში, რომელიც ჩაკეტილია, პასუხი დღემდე არ გვაქვს.

თებერვლის მეორე ნახევარი 15 თებერვლიდან იწყება და მართალია არ ვიცით რას და რატომ ელოდება მინისტრი თებერვლის მეორე ნახევრიდან, მაგრამ ვიცით ერთი – 15 თებერვლას შეზღუდვები ისევ გადახედება.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძემთავრობაშეზღუდვები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved