• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემოვა ჰუმანიტარული ვაქცინა, გვაჩუქებენ – ხელისუფლება მონაცემებს მალავს – გიორგი ჩალაძე

ალია ავტორი - ალია
15:44 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე გადაცემა “დღის სტუმარში” ამბობს, რომ საქართველოში შემოვა კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც, სტრატეგიული პარტნიორი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოგზავნის.

ჩალაძის თქმით, ხელისუფლებას აშშ–ის pfizer–თან მოლაპარაკებები არ ჰქონია და ისინი, განგებ განაწყობენ საზოგადოებას ვაქცინის წინააღმდეგ, რომ არ მოუწიოთ ვაქცინის დიდ მოთხოვნაზე პასუხისგება.

“ბატონი პრემიერი და სხვა ბატონები და ქალბატონები რასაც საუბრობენ ნაკლებად სარწმუნოა, ჩვენ ვნახეთ შედეგები, გვეუბნებოდნენ რომ ჯერ შემოქონდათ pfizer, მერე შემოჰქონდათ moderna, მერე astrazeneca, გუშინ ფარდა აეხადა, მარტივ სიმართლეს.  pfizer–თან მოლაპარაკება არ აქვთ.

საქართველოში შემოვა პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაჩუქებს, ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს ჰუმანიტარულად, ეს ასეც მოხდა უკვე. საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც სანდო იქნება და მათი ეს რიტორიკა არაფერია, თუ არა ხალხის დაბნევა და საწინააღმდეგო განწყობის შექმნა ვაქცინისადმი, მათ არ აწყობთ ვაქცინის მომთხოვნი ხალხის არსებობა, რადგან ვერ შეასრულებენ ამ დავალებას და გამოჩნდებიან, რომ კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ.

ჩინური ვაქცინების შემოტანას შეეცდებიან, თუმცა საზოგადოებამ უნდა დასვას ძალიან მკაცრი კითხვები. astrazeneca რეალურია, თუმცა ბევრი სხვა კარგი ვაქცინა შემოვა.

ამერიკელებმა აღიარეს, რომ მათი პროტოკოლი ვაქცინებთან  დაკავშირებით, სწორი არ იყო: მათ მიიღეს ვაქცინები და გადაწყვიტეს, თავდაპირველად პრიორიტეტული ნაწილისთვის გაეკეთებინათ აცრა, შედეგად კი მიიღეს გადავსებული საცავები და ნაწყენი ხალხი, რომ ვაქცინა ვერ მიდიოდა მათთან. და რა გააკეთეს? გახსნეს ლოს-ანჯელესის სტადიონზე და დისნეილენდის მიწებზე ვაქცინაციის ცენტრები და გააფართოეს არეალი. ესენი თუ ფიქრობენ, რომ ამ ვაქცინაციას პოლიკლინიკებში ჩაატარებენ, ძალიან ცდებიან. გაიხსენეთ, როგორც კი სწრაფი ტესტი უფასო გახდა, უზარმაზარი რიგები დადგა, ხალხი რიგებში ინფიცირდებოდა

ყოველთვის, პანდემია არის, თუ მის გარეშე მთავრობას, მმართველებს უნდა ენდობოდეს ხალხი და რასაც გვეუბნებიან, რომ ასეა, სარწმუნოობა უნდა ჰქონდეს. პანდემიის განმავლობაში, არცერთი საკითხი არ ყოფილა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ, ან მმართველობის ეშელონმა თქვა და ისე გააკეთა, როგორც თქვა, ან მათ სარწმუნოობა ჰქონდათ. ძალიან საეჭვო ციფრებს, პირველი დღიდან, როგორც ინფიცირების ისე გავრცელების, ასახელებდნენ, ბევრ მონაცემს მალავენ, ან ბევრ მონაცემს ცვლიდენ და ისე გვაწვდიდნენ, თითქოს ეს იყო სიმართლე.”

შეგახსენებთ, ამ დრომდე, ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ, გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

თეგები: გიორგი ჩალაძევაქცინაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved