• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლევანიკოს, რომელიც ერთ მთლიან პურს ითხოვდა – ახალი სახლი ექნება, პურთან ერთად”

ალია ავტორი - ალია
13:51 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

რამდენიმე დღის წინ, “სიკეთის ქალაქმა” გაავრცელა პატარა ლევანიკოს ვიდეო – რომელიც ნატრობდა, რომ როდესმე მთლიანი პური ეჭამა.

https://video.ambebi.ge/files-6/2020/02-08/sik.mp4

გუშინ “სიკეთის ქალაქი” განცხადებას ავრცელებს:

“გუშინ, კოკა-კოლას პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ დაგვირეკა და ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდა. Coca-Cola Bottlers Georgia ვუთხარით, რომ ხალხისაგან შეგროვებული თანხით, ამ ოჯახებისათვის საკვების მარაგის პრობლემა უკვე მოხსნილია, თუმცა არ მოხერხდა სახლის პრობლემის მოგვარება…

ლევანიკოს სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება, ხოლო თათიას ოჯახის მიერ ამავე სოფელში მოძებნილ ნაგეგობაზე ყვარელის მერიამ შესახლებაზე კი განაცხადა თანხმობა, მაგრამ ის შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, რადგანაც მხოლოდ კედლები და სახურავია და მას რემონტი სჭირდება რომ ბავშვებმა ადამიანურად იცხოვრონ.
ბატონმა თემურმა გვითხრა,რომ ლევანიკოს ოჯახს ის სახლს აუშენებს, თათიას და საბას იმ შენობას გაურემონტებს რომ ბავშვებმა მშვიდად და მოწესრიგებულად გააგრძელონ ცხოვრება. მართლაც სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად. ”სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება და არც საქვეყნოდ მადლობა არ არის საჭირო”- მთხოვა ბატონმა თემურმა,თუმცა მე არ დავეთანხმე და დღეს, საჯაროდ ვწერ ამ ამბავს, რადგანაც ამდენი ნეგატივის ფონზე, ვთვლი რომ ეს უმაგრესი ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა. მადლობა ამ ღვთისნიერ კაცს, რომლის მეშვეობითაც ეს ბავშვები ნორმალურ, ადამიანურ პირობებში იცხოვრებენ.
ხვალ კახეთისაკენ მივდივარ… ბავშვებს ახალ, კარგ ამბებსაც მოვუყვები და ხალხისაგან შეგროვებულ საკვებს მივაწვდი…

ასევე გავიგებ,რა და როგორ უნდა მოხერხდეს რომ სახლის მშენებლობა დავიწყოთ, გზა და გზა მოგაწვდით ყველა ინფორმაციას სიკეთის ქალაქის ფესბუქ გვერდზე.

P.S კასპში, უკვე დასრულებულია ალეკო ბუთხუზის სახლის რემონტი, რომელიც ასევე ბატონი თემურის დამსახურებაა. ხალხისაგან შეგროვებული საკვების მარაგიც უკვე ჩატანილია და ალეკო და მისი ოჯახი უზრუნველყოფილია.
ალეკოს ისტორიის შესახებ ვიდეოს, იხილავთ 15თებერვალს, მაია სტეფნაძის თოქ-შოუში ”სარკეში” მაია სტეფნაძე დიდი მადლობა ქალბატონ მაიას, მან საშუალება მომცა, რომ საჯაროდ მეთქვა მადლობა თითოეული თქვენგანისათვის.
ასე ერთად ერთმანის გადარჩენას შევძლებთ”

სიკეთის ქალაქის საინიციატივო ჯგუფი დაარსდა 2017 წლის თებერვალში. “სიკეთის ქალაქი არის საინიციატივო ჯგუფი რომელიც ეხმარება უკიდურესსიღატაკეში მცხოვრებ ბავშვებს და მოხუცებს.ეს ხალხის სიკეთის ჯგუფია” – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved