• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველასთვის მოულოდნელი იყო „გირჩის“ წარმატება, ამიტომ, გუნდის შიგნით გადაწყდა ამნისტიის პროექტის მომზადება”

ალია ავტორი - ალია
00:49 12-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ამნისტიის შესახებ მომზადებულმა კანონპროექტმა ბევრი ჩააფიქრა. თუ გახსოვთ, ფართომასშტაბიანი ამნისტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელსაც გამოსცა და მაშინ ციხიდან იმდენი პატიმარი გამოვიდა და კრიმინალმა ისე მოიმატა, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა ხმამაღლა ეთქვა, გაგებით უნდა მოვეკიდოთო. ჰოდა, ახლაც გაგებით მოგვიწევს მოკიდება იმასთან, რაც წინ გველოდება. ციხეს რამდენიმე ათასი პატიმარი დატოვებს და თუ ვინმეს იმის განცდა აქვს, რომ ამით ხელისუფლება პატიმრების ოჯახების ახლობლებს უგორებს კოჭს, ძალიან ცდებით. ამ თემაზე „ოცნების“ მაღალჩინოსანი გვესაუბრა:

„დავიწყოთ იმით, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო „გირჩის“ წარმატება. ამიტომ, გუნდის შიგნით გადაწყდა ამნისტიის პროექტის მომზადება, რომელიც დიდწილად სწორედ ნარკოდანაშაულს შეეხება. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტოზე რთული იქნება და ამიტომ, ხელისუფლება თადარიგს აქედანვე იჭერს. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ გათავისუფლებული პატიმრების 70% უკან მალევე შებრუნდება და მათი ოჯახის წევრებს აუცილებლად ექნებათ მოლოდინი იმისა, რომ ახალი ამნისტია მომავალი წლის ოქტომბერშიც იქნება. ეს რამდენიმე ათასიანი მხარდაჭერაა და თან ამით იმ აქტივსაც გადაიბირებენ, რომელიც თურმე „გირჩს“ ჰყოლია. ჰო, სწორედ რომ თურმე, რადგან ამას არც ოპოზიციაში ელოდა ვინმე და არც ხელისუფლებაში…“

ჩვენ კი გავარკვიეთ, რომ ამნისტიის მთავარი მიზეზი ეს არ გახლავთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოვიდინფიცირებულების კუთხით მაშინ, როცა უკონტროლო სიტუაცია ციხის გარეთაცაა. საავადმყოფოს პალატებად გადაკეთებული საკნები, უამრავი ინფიცირებული, ყბადაღებული ე.წ. „მაყურებლების“ თემა, რომელთა გავლენა ახლა უფრო გაიზარდა. რატომ? იმიტომ, რომ „მაყურებლებს“ ე.წ. „ობშიაკში“ ჩვეულებრივი, სამედიცინო წამლებიც აქვთ და მედიკამენტები დღეს ყველას სჭირდება. ამასთან ერთად, პატიმრების რიცხვის შემცირების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს ისეთი პენიტენციალური სისტემის აწყობაში დაეხმარება, როგორიც ევროპაშია და ამ ყველაფრისთვის ახალ მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ ის მხოლოდ რამდენიმე თვეს დაჰყოფს თანამდებობაზე, შედეგ კი ჰააგის მოსამართლის მანტიას მოირგებს და საქართველოს 9 წლით დაემშვიდობება. აღნიშნული ამნისტიის შემდეგ, ხელისუფლება პატიმრების ისე გადანაწილებას ცდილობს, რომ თითო დაწესებულებაში რაც შეიძლება მცირე ოდენობის მსჯავრდებულები იყვნენ, რათა ვირუსის კონტროლი რაიმე ფორმით მოხერხდეს. როგორც გვეუბნებიან, პაემნებისა და ამანათების შეზღუდვამ დიდი შედეგი ვერ მოიტანა და იუსტიციის სამინისტრო უფრო რადიკალურ ზომებზე მიდის.

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: ამნისტიაგირჩი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved