• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ჩაატარა აუდიტი ISFED-ში? – წულუკიანი ელენე ნიჟარაძეს პარლამენტში იბარებს

ალია ავტორი - ალია
15:04 12-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა:

„ეს ქვეყანა არის ოკუპირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულის ფასად შეინარჩუნა სტაბილურად და მშვიდობიანად. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა. ISFED-მა არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ რბილი განცხადების ნაცვლად, რომელიც საკუთარი თავის და სახის გადარჩენას ემსახურებოდა, უნდა გააკეთოს სხვა ტიპის განცხადებები და აგვიხსნას, რატომ იყო ეს ალგორითმი, თუ ფორმულა შეცდომიანი.

თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები. პირველ რიგში, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო. მათივე ორგანიზაციის შიგნით ჩვენი უცხოელი პარტნორების დახმარებით ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება. უნდა აგვისხნან, რა არის ამის მიზეზი“

“ალია” შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, ელენე ნიჟარაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ აუდიტი თავად ჩაატარა კომპანიამ და დონორი კომპანიებისთვის არ უცნობებია აუდიტის დაწყების შესახებ, შესაბამისად. რა საფუძველი აქვს თეა წულუკიანს, იმის სათქმელად, რომ აუდიტი ჩაატარეს “უცხოელმა პარტნორებმა” – ამ ეტაპზე უცნობია.

თეგები: 2020 არჩევნებიელენე ნიჟარაძეთეა წულუკიანისამართლიანი არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved