• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პიკი დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა – ეს რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფაა” – ვახტანგ კალოიანი

ალია ავტორი - ალია
18:51 11-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი, „ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის“ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­ტუ­ა­ცია ცალ­სა­ხად გაქ­ცე­უ­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა მთლად ვერ არის მზად გა­მოწ­ვე­ვის­თვის და რა­ო­დე­ნო­ბის კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­მა­ტე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი:

“ეს არის შიდა მა­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი, ადრე თუ გვი­ან, გავ­რცე­ლე­ბა გვექ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მისი პირ­და­პირ და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა იმა­ში, თუ რა­ტომ გვაქვს ამ­ხე­ლა ციფ­რე­ბი, ჩემი აზ­რით, მთლად სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ამ მო­სა­ლოდ­ნელ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე დიდი ხნის წინ ვაფრ­თხი­ლებ­დით ყვე­ლას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მთე­ლი სიმ­ძაფ­რე და რა­ო­დე­ნო­ბა ვერ ჰქონ­და პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე ტალ­ღას სის­ტე­მა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი დახ­ვდა (ეს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­მაც აღი­ა­რა ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე). მათ უზარ­მა­ზა­რი დრო და რე­სურ­სი ჰქონ­დათ და ჩემი აზ­რით, სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვეს, რას­თან გვქონ­და საქ­მე.

ჩვენ როცა მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, სულ იმას ამ­ბობ­დნენ – არ იქ­ნე­ბა ამ­დე­ნი, ნუ პა­ნი­კობთ, ვირუ­სი მკვლე­ლი არ არის. კა­რის ექი­მე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ ფრა­ზე­ბით – ვირუს­მა გა­და­ი­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ვირუს­მა სიმ­ძაფ­რე და­კარ­გა და ა.შ. ჩემი აზ­რით, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი რომ არ დახ­ვდა ამას, თო­რემ იმას ხომ ვერ და­ვაბ­რა­ლებთ, ვირუ­სი რა­ტომ გავ­რცელ­და? – ეს ადრე თუ გვი­ან მოხ­დე­ბო­და, ამას თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლებ­დი და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ზო­მი­ე­რად გა­ავ­რცე­ლო და მა­სი­უ­რად – არა, ეს რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. სი­ტუ­ა­ცია ცალ­სა­ხად გა­ექ­ცათ და რა­ო­დე­ნო­ბის კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­მა­ტე­ბით.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­რეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა ახ­ლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ოღონდ, ამას უნდა ჰქონ­დეს ძა­ლი­ან ტარ­გე­ტი­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი – არ შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მა­სი­უ­რი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მო­ბი­ლო­ბის დაგ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა მთლად ვერ არის მზად გა­მოწ­ვე­ვის­თვის. ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ე­ბი არ არის წეს­რიგ­ში – ცხე­ლი ხაზს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან, სას­წრა­ფო ვერ მი­დის ად­გი­ლამ­დე და სხვა, უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბია…

ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ კრი­ზი­სის მარ­თვა და ჩემი აზ­რით, ახლა რა­ღა­ცა შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, ცოტა რომ ამო­ი­სუნ­თქოს სის­ტე­მამ. ახლა მა­ინც გა­ა­ტა­რონ რა­ღა­ცა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ ოდ­ნავ შერ­ბილ­დეს სი­ტუ­ა­ცია. სხვა­დას­ხვა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ით­ვლი­ან ამას და, სა­ვა­რა­უ­დოდ, პიკი დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ასე­თი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის ეს რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფაა, დღე­ში 40 კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ცალ­სა­ხად, ორ­მხრი­ვია – რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე – ოპო­ზი­ცი­ის. თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც გარ­კვე­ულ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

სამ­წუ­ხა­როდ, არ მოხ­და და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ამის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლეს. რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვეს ეკის­რე­ბა – ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და ოპო­ზი­ცი­ა­საც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ყვე­ლა სა­ხის მა­სი­უ­რი შეკ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ამ შეკ­რე­ბის ცივი წყლით დაშ­ლა, არის ძა­ლი­ან ცუდი და სა­ხი­ფა­თო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ამან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ზარ­დოს. გა­მო­სავ­ლად ის მი­მაჩ­ნია, რომ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია სწრა­ფად გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, თვი­თონ მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბია შე­საც­ვლე­ლი:

1. უნდა მოხ­დეს ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, არა – სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ყოფ­ნა.

2. უნდა მოხ­დეს სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

3. უნდა მოხ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბა, სტან­დარ­ტი­ზა­ცია, იყოს მუდ­მი­ვი წრთვნა, მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა აღ­ჭურ­ვა­ზე (ჩვენ ისე შევ­ხვდით ამ ეტაპს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს დღე­საც არ აქვს გარ­კვე­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ხი­ფა­თის ქვეშ აყე­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ებს).

მარ­თა­ლია, თა­ვის დრო­ზე აჭა­რის და­კეტ­ვა შე­ამ­ცი­რებ­და რის­კებს, თუმ­ცა სრუ­ლი ჩა­კეტ­ვა გა­და­ა­ვა­დებ­და იმ პრობ­ლე­მას, რას­თა­ნაც ახლა გვაქვს საქ­მე. ჩვენ თუ შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ, ჩავ­კე­ტავთ, მერე გავ­ხსნით და ისევ იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით. ამი­ტომ სრუ­ლი ჩა­კეტ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, თუმ­ცა მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა ვახ­სე­ნე და, მან მა­შინ და­უშ­ვა შეც­დო­მა, როცა თა­ვის დრო­ზე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი არ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, არ იყო გა­წე­რი­ლი გეგ­მა, არ იყო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა, არც სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი პროკ­ლი­ნი­კუ­რი პრო­ცე­სი, არ იყო კლი­ნი­კე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თუნ­დაც დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი…

5000 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გვყავს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, 120 ადა­მი­ა­ნი მარ­ტო გუ­შინ­წინ და­ინ­ფი­ცირ­და და ეს არის რო­გორც აღ­ჭურ­ვის, ისე წვრთნის ბრა­ლი. ამ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, ჩვენ ამ გარ­და­უ­ვალ ზრდას მომ­ზა­დე­ბუ­ლი დავ­ხვდე­ბო­დით. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო აღ­სრუ­ლე­ბა­ში – გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა იყო არა­სის­ტე­მუ­რი და არას­რულ­ყო­ფი­ლი და მერე უკვე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბაც არ იყო კარ­გი. იმა­ვე ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა – ახლა რომ ასე აქ­ტი­უ­რად და აგ­რე­სი­უ­ლად ითხო­ვენ და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც ნიღ­ბის ტა­რე­ბას, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და იმა­ვეს გა­კე­თე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში? იმა­ვე ბა­თუმ­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გახ­სნის და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე, აჭა­რის მთავ­რო­ბამ გახ­სნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი იმ მო­ტი­ვით, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს დახ­მა­რე­ბო­და, ამ დროს მო­ბი­ლო­ბა გა­ი­ზარ­და, რა­მაც გა­ზარ­და რა­ო­დე­ნო­ბა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სა­წო­ლე­ბის ფონ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც არ ვარ­გო­და და მერე მისი აღ­სრუ­ლე­ბა კი­დევ უფრო ცუდი და მძი­მე იყო. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა… ერთი სი­ტყვით, ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ძა­ლი­ან.”

თეგები: 2020 არჩევნებივახტანგ კალოიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved