• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო 30 წლის განმავლობაში, წელს ყველაზე “დეფექტიანი არჩევნები” ჩატარდა – სახ.დეპი

ალია ავტორი - ალია
15:38 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით  ტრანსკრიპტს ავრცელებს, სადაც საუბარი შეეხო არჩევნებს:

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურმა პირებმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე ისაუბრეს – ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიმდინარე წელს საქართველოში ყველაზე “დეფექტიანი არჩევნები” ჩატარდა. სახეზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები, მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით [რომელიც გავრცელებულ ტრანსკრიპტშია მოხსენიებული], მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ საქართველოს საპარტლამენტო არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, მათვე, არაერთი დარღვევა დააფიქსირეს, რაზეც აშშ-ს მისიის დამკვირვებლებიც თანხმდებიან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს სამართლებრივ ბრძოლას ურჩევენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ დაბალ სანდოობასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან. 

“სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ადამიანს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა არ აქვს. ეს ინსტიტუტები განვითარების პროცესშია  და ოპოზიცია არ იყო დარწმუნებული, რომ შედეგები ისე გადაიხედებოდა, როგორც, მათი აზრით, საჭირო იყო. ამიტომ, არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე, მათ ხელახალი არჩევნები მოითხოვეს”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, სამოქალაქო სექტორთან მაიკ პომპეოს შეხვედრა სწორედ საქართველოს სასამართლო რეფორმას ეხებოდა.

“საქართველოში მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა რომ არსებობდეს, ის პრეტენზიები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა, სასამართლოში გადაწყდებოდა და ხალხს ამ ინსტიტუციისადმი ნდობა ექნებოდა”, – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. 

ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოში საარჩევნო სისტემა გასულ ზაფხულს შეიცვალა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცვლილება არც ისეთი ძლიერი და დამაჯერებელი იყო, როგორც ის თავდაპირველად ჩანდა. მიუხედავად ამისა, აშშ ოპოზიციის შესვლას პარლამენტში და პრობლემების ერთობლივ განხილვად მხარს უჭერს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მაიკ პომპეო საქართველოში თავის კოლეგას ტოვებს, რომელიც სამოქალაქო პროცესებში მონაწილე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ რამდენად აშკარად უარყოფს საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან ასოცირებას და დასავლეთისკენ მიისწრაფვის. 

“ფაქტია, რომ რუსეთი მათი მეზობელია და ყოველთვის იქნება მათი მეზობელი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი წარმომადგენელი ამბობს, რუსეთს ამ ქვეყნის 20% უკავია. ბევრს დღემდე დიდი ტკივილით ახსოვს 2008 წლის ომი. ეს არის რეალობა, მაგრამ ქართველი ხალხის ორიენტაცია დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენაა მიმართული”, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და ჟენევის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს. 

წყარო – მთავარი

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved