• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5-პუნქტიანი გეგმა – “დაიწყეთ ამის ორგანიზება და 2 კვირაში განტვირთავთ კლინიკებს”

ალია ავტორი - ალია
15:25 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოს ჯანდაცვას:

ამჟამინდელი ამოცანა არის კლინიკების მაქსიმალური განტვირთვა. ამას სჭირდება:

  1. პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრული სიმძლავრით ამუშავება. ყველა უმადლის კერძო დაზღვევის პირველად რგოლს; მშვენივრად ახერხებენ პაციენტთა მონიტორინგს სახლებში. გაიზიარეთ მათი გამოცდილება.

2. გახსენით რაც შეიძლება მეტი ცხელი ხაზი და დასვით იქ სტანდარტული გაიდლაინებით გაწვრთვნილი ექიმები.

3. ყოველი ცხელი ხაზის ცენტრს მიამაგრეთ 2-3 ფსიქოლოგი, რომლებიც ჩაერთვებიან საუბარში ისტერიკაში მყოფ პაციენტებთან და გარწმუნებთ, ასეთები მინიმუმ 30-40-%-ს შეადგენენ საერთო მიმართვებიდან.

4. შექმენით მობილური ლაბორატორიები. არ არის ამისთვის სასწრაფოს მანქანები საჭირო; ცელოფანით შესაბამისად გატიხრული მსუბუქი მანქანებიც გამოდგება, რომლებიც ატარებენ ლაბორანტებს გამოძახებაზე, ან კლინიკებში მიიყვანენ შესაბამის პაციენტს რადიოლოგიური კვლევისათვის. ასე განტვირთავთ სასწრაფოსაც.

5. საავადმყოფოებში გადაიყვანეთ მხოლოდ უმძიმესები! მხოლოდ დამატებითი ჟანგბადის მისაცემად კლინიკა არ არის საჭირო. დაურიგეთ ასეთ პაციენტებს ჟანგბადის პატარა ბალონები და ცვალეთ 24 საათში ერთხელ.

დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს. ვაქცინა არ იქნება დიდხანს!!! “ლოქდაუნს” თუ გააკეთებთ ერთი თვით, იძულებული იქნებით გახსნათ მერე და ზუსტად იგივე მოხდება კიდევ ერთი თვის შემდეგ. ამიტომ, არ ღირს ნაჯახით მუშაობა და გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე. ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც.

ზურაბ გურული სრულ ლოქდაუნზეც წერს:

“უკვე არაერთი პატივცემული ადამიანისგან გავიგონე სასოწარკვეთილი მოთხოვნა მთავრობისადმი ტოტალური “ლოქდაუნის” შესახებ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეთი სვლა არ იქნება მართებული და დიდი ალბათობით მსხვერპლი გაიზრდება კიდეც იმათ ხარჯზე, ვინც სხვა დაავადებების მოულოდნელი გამწვავების, შიმშილისა და ფინანსური სასოწარკვეთისაგან დაიღუპება.

დაფიქრდით! იმ დაუძლურებულ, სახლში გამოკეტილ ადამიანებს ჭამაც სჭირდებათ და მიმხედავიც. კოლოსალური, ხშირად აბსოლუტურად აბსურდული ჯარიმები საერთოდ ამოვარნილია ეპიდემიოლოგიური და სამართლებრივი კონტექსტებიდან და კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და სასოწარკვეთას იწვევენ. როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაემთხვევა. საერთოდ, “ლოქდაუნს” და მსგავს პრიმიტიულ, მკვეთრ შეზღუდვებს აზრი აქვთ მაშინ, როდესაც იცი, რას გააკეთებ მისი ჩამთავრების შემდეგ. სხვაგვარად ეს სრული უაზრობაა. სულ დასაწყისში “ლოქდაუნი” გამართლებული იყო “აზრზე მოსასვლელად”; რამდენად გამოვიყენეთ მოგებული დრო, ეს სხვა საკითხია.”

თეგები: ზურაბ გურულიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved