• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ტყუილი” – გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
14:40 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა:

„გრიგოლ ვაშაძე არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. შესაძლოა, მას პრივატული შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ მისი სტატუსიდან, თანამდებობიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე. ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა.

მე ვსაუბრობ ოპოზიციის საერთო სახელით, საუბრობდა თუ არა გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვინმესთან, ეს ამ პარტიის სხვა წევრებმა უნდა თქვან. გრიგოლ ვაშაძე არ საუბრობდა ოპოზიციის სახელით და ვერ ისაუბრებდა, რადგან ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, საერთოდ ჰქონდეს.

პატივს ვცემ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი ადამიანურად არის ნაწყენი და ვთვლი, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. ეს პროცესი მიმდინარეობს საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ და გადაწყვეტილებაც შესაბამისი ფორმატით მიიღება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ოპოზიციის ერთობას რაიმე თვალსაზრისით პრობლემა შეექმნას“

„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი2“-თან.

თეგები: გიგი უგულავაგრიგოლ ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved