• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აკრძალოს მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიციის ძალით დაშლა” – ევროპარლამენტარები

ალია ავტორი - ალია
19:14 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ევროპარლამენტარები საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე მიმართავს ავრცელებენ.   

ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენი და ჟიგის პავილიონისი თვლიან, რომ ხელისუფლება ვალდებულია ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ დემონსტრანტებთან დიალოგი აწარმოოს. ევროპარლამენტარების განცხადებაში, ნათქვამია ისიც, რომ მთავრობამ პოლიციის ძალით მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა უნდა აკრძალოს.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს სამართლებრივ საშუალებებს დემოკრატიულ პროცესში, იმისთვის რომ პასუხი გაეცეს არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებს… 

საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიასთან ერთად აქვს ვალდებულება უპასუხოს პრობლემებს, მიაღწიოს დაუყონებლივ დიალოგს ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ ხალხთან და საქართველოს დემოკრატიისთვის რთულ მომენტში მონახოს სწრაფი გამოსავალი…

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აკრძალოს მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიციის ძალით დაშლა და არ გააღვივოს ძალადობა ქუჩაში – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია საარჩევნო დარღვევების შესახებაც.

“სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, დასაფიქრებელია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, საარჩევნო პროცესზე გავლენა იქონია ამომრჩეველზე ზეწოლამ, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ამბობს რომ სახელმწიფოსა და მართველ პარტიას შორის იყო ბუნდოვანება საარჩევნო კამპანიაში, რამაც საზოგადოების ნდობა შეამცირა.” – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოში საარჩევნო სიტუაცია დაამძიმა იმანაც, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ მათი საჩივრები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

ევროპარლამენტარები, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას სამართლიანად და გამჭირვალედ უზრუნველყონ საჩივრების დაკმაყოფილება.

თეგები: 2020 არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved