• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, აქციები და “სანახაობა” – რა ხდება აშშ-ში

ალია ავტორი - ალია
14:42 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 3 ნო­ემ­ბერს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს “დე­მოკ­რა­ტე­ბის” კან­დი­და­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, “რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის” კან­დი­და­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, რად­გა­ნაც ხმე­ბი ყვე­ლა შტატ­ში ჯერ კი­დევ არ არის დათ­ვლი­ლი.

  • რო­მე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ლი­დე­რობს ამ ეტაპ­ზე და რო­დის გვე­ცო­დი­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი?

რთუ­ლია იმის თქმა, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის გვე­ცო­დი­ნე­ბა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი და ამას შე­იძ­ლე­ბა კვლავ რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დეს. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია 5 შტა­ტის – ნე­ვა­დის, ალას­კის, პენ­სილ­ვა­ნი­ის, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნი­სა და ჯორ­ჯი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი. CNN-ის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე ჯო ბა­ი­დენს ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 253 ხმა აქვს, ხოლო დო­ნალდ ტრამპს – 213, The Guardian-ის ცნო­ბით კი, ბა­ი­დენს 264 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს – 214. რო­გორც ვხე­დავთ, ამ დრო­ის­თვის “დე­მოკ­რა­ტე­ბის” კან­დი­და­ტი ლი­დე­რობს, თუმ­ცა დო­ნალდ ტრამპს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი კვლავ აქვს. ცნო­ბის­თვის, რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად რომ გა­მო­ცხად­დეს, მან ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის მი­ნი­მუმ 270 ხმა უნდა მო­ი­პო­ვოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ნე­ვა­დას შე­დე­გე­ბი 12 ნო­ემ­ბრამ­დე არ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ შტა­ტის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯონ გლო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და. “რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი” ნე­ვა­და­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სას დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, 3 ათას­ზე მეტი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­სა­ბა­მი­სი სა­ჩივ­რე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს.

ერთ-ერთი დარ­ღვე­ვის მი­ხედ­ვით, ნე­ვა­და­ში ხმა მის­ცეს ისეთ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც შტა­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ ცხოვ­რო­ბენ. აღ­ნიშ­ნულ შტატ­ში ამ დრო­ის­თვის ხმე­ბის 89%-ია დათ­ვლი­ლი და 11 400 ხმით ჯო ბა­ი­დე­ნი ლი­დე­რობს.

ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია შე­წყვი­ტა. ასეთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს შო­რი­საა ABC, CBS, MSNBC. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რად­გა­ნაც, ტრამ­პი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და.

“ჩვენ არა მხო­ლოდ ვაწ­ვე­ტი­ნებთ დო­ნალდ ტრამპს სი­ტყვას, არა­მედ მისი გან­ცხა­დე­ბის შეს­წო­რე­ბა გვი­წევს”, – აღ­ნიშ­ნა ტრანსლა­ცი­ის გა­თიშ­ვის შემ­დეგ MSNBC-ის წამ­ყვან­მა.

თა­ვი­სი გა­მოს­ვლის დროს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თაღ­ლი­თო­ბა­სა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ასე­ვე მან გა­ნა­ცხა­და, რომ იმარ­ჯვებს იმ შტა­ტებ­ში, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი ჯერ დათ­ვლი­ლი არ არის. სწო­რედ ეს გახ­და მის­თვის პირ­და­პი­რი ეთე­რის გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი.

  • საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შემ­დეგ

დო­ნალდ ტრამპმა არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თქვა, რომ ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ მან “ტვი­ტე­რის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და­წე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კი, სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ად მო­ნიშ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრამპმა თეთრ სახ­ლში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც თქვა, რომ თუ “კა­ნო­ნი­ერ ხმებს და­ით­ვლიდ­ნენ”, ის გა­ი­მარ­ჯვებ­და.

“უკვე ნამ­დვი­ლად გა­ვი­მარ­ჯვე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შტატ­ში, მათ შო­რის ფლო­რი­და­ში, აი­ო­ვა­ში, ინ­დი­ა­ნა­ში, ოჰა­ი­ო­ში. ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლი რი­ცხვე­ბით მო­ვი­გეთ. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გვქონ­და. ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე და ტყუ­ი­ლი იყო და ამას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვერ ავი­ტანთ. ჩვენ იუ­რი­დი­უ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ყვე­ლა შტა­ტის მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ბა­ი­დე­ნი იმარ­ჯვებს”, – ამ­ბობს ტრამ­პი.

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის “დე­მოკ­რატ” კან­დი­დატს, ჯო ბა­ი­დენს, ჯერ­ჯე­რო­ბით თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად არ აცხა­დებს, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა.

“მე აქ იმის­თვის არ ვარ, გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ, არა­მედ იმის­თვის, რომ გაც­ნო­ბოთ, გვჯე­რა, რო­დე­საც ხმის დათ­ვლა დას­რულ­დე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვენ ვიქ­ნე­ბით,“ – გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა. მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ხმის დათ­ვლა. “დე­მოკ­რა­ტი­ას ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს,“- აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა. მან ამომ­რჩევ­ლებს ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დაც­ვის პი­რო­ბა კი­დევ ერთხელ მის­ცა. “ვიცი, რომ ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. მე არ ვარ გუ­ლუბ­რყვი­ლო. ვიცი, რამ­დე­ნად ღრმა და მძი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რა­მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ასე­ვე ვიცი, რომ პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა, შევ­წყვი­ტოთ ოპო­ნენ­ტებ­თან მტრუ­ლად მო­პყრო­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა.

  • საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი

აშშ-ის ქა­ლაქ ნიუ-იორკში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის დრო­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 50-მდე პირი და­ა­კა­ვეს. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბე­ბი მო­ე­წყო ქა­ლაქ პორტლენდშიც, სა­დაც პო­ლი­ცი­ამ 10 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა და პი­რო­ტექ­ნი­კა, ურო­ე­ბი და ცე­ცხლსა­სა­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რძე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ატ­ლან­ტა­ში, დეტ­რო­იტ­სა და ოკ­ლენდშიც.

ვა­შინგტონ­ში ბა­ი­დე­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­გე­ბი­სას
  • ირა­ნი­სა და რუ­სე­თის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს მთე­ლი მსოფ­ლიო ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა, ხოლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე უკვე არა­ერ­თი შე­ფა­სე­ბა გა­კეთ­და, მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ირა­ნის სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ი­ნის ერ­თგვა­რად ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა. მან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ნა­ხა­ო­ბა უწო­და.

რა სა­ნა­ხა­ო­ბაა! ერთი ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ზე თაღ­ლი­თუ­რი არ­ჩევ­ნე­ბია ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში. ვინ ამ­ბობს ამას? პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დია. მისი კონ­კუ­რენ­ტი კი ამ­ბობს, რომ ტრამ­პი აპი­რებს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას! ასე­თია ამე­რი­კუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და დე­მოკ­რა­ტია – წერს ირა­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ტვი­ტერ­ში“.

აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვა­მაც.

“ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბას. რო­გორც ვხვდე­ბით, ამ­ჟა­მად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯერ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, კან­დი­და­ტე­ბი თა­ნაბ­რად მი­ი­წე­ვენ წინ და მათ შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რია. მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს გა­ყალ­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მთელ რიგ შტა­ტებ­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გეგ­მებ­ზე, სა­დაც მას ხმე­ბის დათ­ვლის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნია. ამ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ შე­დე­გე­ბის გან­სა­ზღვრის პრო­ცე­სი გა­ი­წე­ლე­ბა.

თავს იჩენს ამე­რი­კუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის აშ­კა­რა ხარ­ვე­ზე­ბი, რა­ზეც არა­ერ­თხელ მი­უ­თი­თეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა. ნა­წი­ლობ­რივ, ეს აიხ­სნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არ­ქა­უ­ლი ხა­სი­ა­თი­თა და მას­ში მთე­ლი რიგი პრინ­ცი­პუ­ლი მო­მენ­ტე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბით“, – გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

აქვე მან ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის არ­ჩე­ვა არის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ხმე­ბის სწო­რად დათ­ვლას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

“ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ამე­რი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით, გა­ნი­სა­ზღვროს ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი მე­თა­უ­რი და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ამა­ვე დროს, ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის არ­ჩე­ვა არის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ მათი ხმე­ბი სა­თა­ნა­დოდ იქ­ნას დათ­ვლი­ლი“, – აღ­ნიშ­ნა სა­გა­რეო უწყე­ბის პრესს­პი­კერ­მა.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: 2020 არჩევნებიაშშბაიდენიტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved