• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლინიკები რეგუალაციების გადავადებას ითხოვენ – ჯანდაცვის სამინისტრო უარზეა

ალია ავტორი - ალია
17:11 11-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

2021 წლის 1 იანვრიდან ჰოსპიტალურ სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე სტაციონალურ დაწესებულებებს თავიანთი ინფრასტრუქტურის და ტექნიკური მხარის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევთ. მათ შორის დადგენილებით განსაზღვრულია რამდენი ბოქსირებული პალატა უნდა გააჩნდეს კლინიკას საწოლფონდის გათვალისწინებით, ასევე, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი პალატები და სტაციონარი.

კლინიკები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება სოლიდურ ინვესტიციას საჭიროებს. პანდემიის პირობებში კი, ახალი ფინანსური ვალდებულების აღება რთული იქნება, ამიტომ მიმართავენ მთავრობას 2021 წლიდან ასამოქმედებელი სტანდარტები 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდეს.

ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ რეგულაცია ძირითადად ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურის ცვლილებას ეხება, თუმცა დღეს, როცა კლინიკებს პანდემიის პირობებში უწევთ საქმიანობა, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება ბევრისთვის ძალიან რთული იქნება.

„ამ რეგულაციის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია, მაშინ ყველა სივრცე უნდა დაიცალოს. ამ წუთას ამის ფუფუნება არ არის, რომ რემონტში გადავიდეთ, ამიტომ ვითხოვთ რეგულაციის გადავადებას, რადგან ფორსმაჟორია ქვეყანაში. ფორსმასჟორი კი, როგორც წესი, მოიცავს მსგავსი მოთხოვნების გადავადებას. ამ საკითხზე სამწუხაროდ, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია ჯანდაცვის სამინისტროსთან. შესაბამისად, არ ვიცით, 1 იანვარს რა რეაგირება მოჰყვება არსებულ დადგენილებას.

მარტო სავენტილაციო სისტემის მოწყობას მინიმუმ 100 000 ლარი სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ არსებულ სივრცეში განლაგებული სერვისები რომ ფიზიკურად გადავიტანოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაგანაც რემონტის გაკეთება გვიწევს, რომ იქ გადაავადგილოთ სხვა მომსახურებები. ამ რეგულაციის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია საქმიანობა შეგვიჩერდეს, თუ სრულად არა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაციენტების მომსახურების ნაწილში მაინც… არ მგონია, ქვეყანას ამის ფუფუნება აქვს. გარდა ინფრასტრუქტურისა, გვიწევს გადაუდებელი მომსახურების დეპარტამენტიც გადავაიარაღოთ. ამ რეგულაციაში ჩადებულია მოსაცდელი სივრცის, სველი წერტილების, სავენტილაციო სისტემის მოწყობა. ბოქსირებული პალატების შემთხვევაში თუ ადრე ერთი იყო, ახლა ორია მოთხოვნა. ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიურ გამართვას ითხოვს“, – აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის და კლინიკების არგუმენტების გათვალისწინებას არ გეგმავს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ჰოსპიტალური სექტორისთვის რეგულაციის ერთი წლით გადავადება არ განიხილება.

„კოვიდ პანდემიამ ცალსახად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის სწორი და ხარისხიანი მოწყობა. ნათლად გამოჩნდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არსებული ხარვეზები. სწორედ ამიტომ, არც ერთი ცვლილება, რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესის საზიანოდ, არ განხორციელდება“, – განგვიცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ახალ რეგულაციებზე გადასაწყობად კლინიკებს ორ თვეზე ცოტა დრო რჩებათ, თუმცა როგორც ჯანდაცვის ბიზნესი აცხადებს, ამ დრომდე სამინისტროსა და კლინიკებს შორის ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.

წყარო – bm.ge

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved