• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთ სიმართლესაც გეტყვით! ეს იყო ირმასთვის სახეში შეფურთხება!!”

ალია ავტორი - ალია
17:11 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემო მეგობრებო!

ხომ მწერთ სიმართლეს ამბობო, ჰო და, ამ ერთ სიმართლესაც გეტყვით!

გეტყვით იმას, რაც ვიცი, რაზეც მიფიქრია და რაშიც დარწმუნებული ვარ!

ეს 2 დღეა გამალებული მიმართვები, თხოვნები, საყვედური ისმის “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ. უფრო მეტად, ირმა ინაშვილის მიმართ!

უნდა შეხვიდე პარლამენტში, უნდა დაივიწყო წყენა, უნდა, უნდა, უნდა…

მაპატიეთ, მაგრამ ვის უნდა?… რატომ უნდა?… რა ვალი აქვს ამ გოგოს ასეთი თქვენი ან ჩემი, რომ ბულინგის ტოლფასი “მეგობრული რჩევები” მოვახვიოთ თავზე?!

რა იყო, რაიმე შეეშალა?,,,

დღეს, “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემები აქვს. დიახ, მას სჭირდება იდეოლოგიურად, მენტალურად მის ამომრჩეველთან ახლოს მდგარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოპოვებულ “გამარჯვებას” და ლეგიტიმაციას სიმძიმეს და სიმყარეს შემატებს. არაფერს ვამბობ ხმებზე, რომელიც 2/3-ისთვისაა საჭირო. აბა, წარმოიდგინეთ, ამ 2/’3-ის შევსება “გირჩით”… კატასტროფაა ხომ?… ან ადეიშვილის მოადგილე ვაშაძით… ან დასაჭერი, სოროსის ფულით გამოკვებილი, ანაკლიის აფიორაზე დახარჯული საბიუჯეტო ფულებით გათხვრილი “ლელოთი”… რა თქმა უნდა, ეს ოცნებამ კარგად იცის. ეს ოცნებამ კარგად იცოდა მაშინაც, როდესაც “ალიანსის” სრულ დისკრედიტაცია ახდენდა. კობახიძის მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფები, შმატრიოტების, გოიმების, რუსეთუმეების ძახილი არაფერია იმასთან, რაც ასი ათასობით ხელმომწერის მიერ მოთხოვნილი ნაციონალური მოძრაობის გაუქმების შესახებ შეტანილ პეტიციას მოყვა… ეს იყო ირმას და ოცნების მხარდამჭერებისთვის სახეში შეფურთხება!!! დიახ, ჩემთვის ასე იყო და ვინმე თუ სხვაგვარად ფიქრობს, 27%-იან ნაცდამნაშავეებს ებარებოდეს!

ან ის რა იყო, სრულიად უწყინარ ქმედებას, ხატის ჩაბრძანებას ილორში, ერთი ვაი-ვიში რომ მოაყოლეს “მეგობრებმა?!” რა მოხდა ასეთი?… დავით გარეჯი გაყიდა?… ომი დაიწყო?… თუ გავრილოვის ღამის პროვოცირება მოაწყო?… თუ “პოლიტპატიმრები ” გამოუშვა, თუ თეთრი ხმაურის აქცია დააფინანსა?…

რა შეეშალა ირმას?

რა დააშავა ირმამ?

იქნებ ის, 2012-ში ციხისკადრების გამო ოჯახიც, მეგობრებიც და საკუთარი ციცოცხლეც რომ გაიმეტა?!

ან ის, ქვეყნის კონსტიტუციის მიღებააში რომ გვერდით დაუდგა სახელმწიფოს?!

ან ის, ერთიდღითაც რომ არ შეუწყვეტია ჩვენი ქვეყნის მტრებთან ბრძოლა?!

ააა, ახლა როგორ დაემთხვა მისი პოზიცია იმ ავადსახსენებლების პოზიციასო, მეტყვით!

დაემთხვა!!! დაამთხვიეს!!! “გაუჩალიჩეს!!!

უნდა გადაყლაპოს ხო?… არც უნდა თქვას… არც უნდა გააპროტესტოს….

რა ვალი აქვს ასეთი ჩვენი, მისი მეგობრების, რომ საკუთარი ღირსების და პოლიტიკური შეხედულებების დაცვის უფლებასაც არ ვაძლევთ?….

ჰო, კიდევ, რუსეთში დადიოდნენ შეხვედრებზეო…

როდის ერთხელ წავიდა ისე, რომ საჯაროდ, ტელევიზიით არ მოგვმართა, წინასწარ არ გვამცნო, არ გვითხრა ვის და რისთვის ხვდებოდა?! ან ჩამოსულზე ანგარიში არ ჩაგვაბარა და შედეგები არ გვაუწყა? არა, ეტყობა, ბოკერია, სააკაშვილ, სოროს, ბრაიზა, ბაიდენისთვის უნდა შეეთანხმებინა და “ნამესტნოკების” ჭკუაზე ევლო, ან ამ კრიმინალების შემოგდებული ნარატივების გამო არც უნდა ეცადა ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის ქმნა…

რა ვიცი, იქნებ ურჩიოთ პარტია გააუქმოს… რაღა საჭიროა, ხომ დალაგდა ყველაფერი ნაცებთან….

აი, ხომ გახსოვთ ის ლექსი, მე რომ ძალიან მიყვარს:

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს!

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!

ჰო და, თუ ვინმეს არაფერი შეშლია სამშობლოსთან, ეს ირმაა!!! ეს გულიანი, თვითნაბადი, ვაჟკაცი ქალი, უსაზღვროდ შეყვარებული თავის საქართველოზე!

ირმა, შენ უკეთ იცი რა უნდა გააკეთო და რა არა!

მე გენდობი! შენ ჩემი მეგობარი ხარ!

დანარჩენ “პოლიტიკოსებს კი ვეტყვი:

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოთ!”

თეგები: ირმა ინაშვილიხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved