• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ საქართველოში ბრუნდები…” – რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
15:52 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“კარიერისტობობა

(ღია წერილი მიშა სააკაშვილს, რომელიც გუბაზ სანიკიძის პირით საქართველოში შემოძრომას ისევ და ისევ ცდილობს).

მიშა, ისევ ცდილობ საქართველოში ადამიანების ცხოვრების არევას. 2004 წელს აღარ გავიხსენებ, როცა უმოწყალოდ მოკალი ბუტა რობაქიძე. 2005 წელსაც არ გავიხსენებ, როდესაც ზურაბ ჟვანიას მკვლელებს ხელი დააფარე. 2006 წელსაც არ გავიხსენებ, როდესაც ბარბაროსულად გაუსწორდი სანდრო გირგვლიანს. 2007 წელსაც არ გავიხსენებ, როდესაც ათასობით ადამიანი დაარბიე და მიითვისე ‘იმედის’ ტელევიზია. არც დანარჩენზე ვილაპარაკებ. მხოლოდ კარიერიზზე ვილაპარაკებ, რომელიც შეიძლება ყველაზე საშინელი კრიმინალობა იყოს – თუ ის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი წყურვილით არის განპირობებული. მე ეროვნულ-გამათავისუფლებელ პოლიტიკაში ვიყავი ჩაბმული 1988-90 წლებში და ეს ჩემთვის უბედნიერესი წლები იყო, იმიტომ რომ ახლოს დგომა მომიწია მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან – და მათს ახლო თანამებრძოლებთან – რომლებმაც თავისი არაძალადორივი ბრძოლით საბჭოთა იმპერია დაანგრიეს – ზუსტადაც რომ საკუთარი არა-კარიერიზმით. მერაბ კოსტავა ამ დღეს ვერ მოესწრო, თუმცა ნიადაგი შეუმზადა ამ ყველაფერს. ზვიად გამსახურდიამ კი ამას საკუთარი კარიერაც და სიცოცხლეც შესწირა, როცა ძალიან კარგად იცოდა რას აკეთებდა. ეს იყო სწორედ თავისუფლების და სიმართლის ნამდვილი სიყვარული – და არა საკუთარი მანიაკალური კარიერის და მისკენ მავალი ცბიერი გზის. მე პოლიტიკიდან 1990 წელს წავედი, როდესაც ერთ-ერთი სერიოზული პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, რომელსაც გზა ხსნილი ჰქონდა ბევრ ადგილას და კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან. ეს იმიტომ მოხდა რომ 1990 წლის მაისში მე წავიკითხე ზვიად გამსახურდიას გენიალური ლექცია ‘საქართველოს სულიერი მისსია’, სადაც ის არაცვეულებრივად კარგად ასაბთებდა რომ საქართველოს გადაარჩენდა კრეატიული, შემოქმედებითი განვითარების გზა – პრომეთეს გზა. ამ დროს შენ საბჭოთა კგბ-ს სტრუქტურებში მუშაობდი და სწორედ იმ პრომეთეული ცივილიზაციის მტრების დავალებებს ასრულებდი ცბიერად და ორგულად – ახალგაზრდა კაცი, რომელის ოცნებაც საბჭოთა შპიონობა იყო და უცებ, იმპერიის სატრაპი პრეზიდენტობა გახდა, რომელიც საბჭოთა შპიონობაზე უარესიც იყო. 1990 წელს შენ მონაწილეობა მიიღე საბჭოთა კგბ-ს მიერ შედგენილ პრაღის ‘რეზოლუცია ნომერ 24’-ის შედგენაში, სადაც საქართველოში ყველა მომხდარი უბედურება ზვიად გამსახურდიას ბრალდებოდა. 1991 წელს კიევიდან დეზინფრომაციას აგზავნიდი საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, 1992 წელს კი უკვე სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ხუნტის ოფიციალური წარმომადგენელი გახდი უკრაინაში, რაზეც მეტყველებს 1992 წლის იანვარში პოლონელი კორესპონდენტი მარია გრაჩიკისთვის მიცემული, ინტერვიუ, სადაც ამის შესახებ პირდაპირ წერია. აი, ციტატაც შენი მაშინდელი ინტერვიუდან: “პირველ რიგში – საუბრობს მიხეილ საკაშვილი, ქართული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი (გამსახურდიას ოპოზიციის ლიდერობაც დაგიბრალებია საკუთარი თავისთვის. ყოჩაღ, მიშიკო. იკ) და დღეს, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში (აი, ‘ხუნტის ‘ოფიციალური წარმომადგენელი’ თუ იყავი უკრაინაში 1992 წლის იანვარში – ეს მთლად არავინ იცოდა მარია გრაჩიკის გარდა თურმე. იკ) – ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც დაიწყო თავისი კარიერა, როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა და დაასრულა, როგორც დიქტატორმა. მეორე – სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თვით გამსახურდია უზურპატორობდა სრულ უფლებამოსილებებს მიუხედავად მიუხედავად კონსტიტუციით განსაზღვრულისა…” ამის მერე ამ შენი ინტერვიუდან ბევრი ასეთი ‘მარგალიტის’ ციტირება შეიძლება – მაგრამ ამ ჯერზე აქ გავჩერდები. სამარცხვინო კაცი ხარ, მიშა. იმიტომ კი არა რომ 1992 წელს შეიძლება 25 წლის ახალგაზრდა კაცს შეცდომა დაეშვა და ეს სისულელეები ელაპარაკა – არა! სამარცხვინო კაცი იმიტომ ხარ რომ ხარ პათოლოგიური მატყუარა – ჯერ ამ ინტერვიუში რომ წარმოაჩენს საკუთარ თავს გამსახურდიას ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად (თუ ეს მართალია, მაშინ ეგ მოსანანიებელი გქონია დიდი ხნის წინ – რაც არ გაგიკეთებია) – არამედ იმიტომ რომ შენს შემდგომ ინტერვიუებში თავს წარმოაჩენდი, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. ანუ მარია გრაჩიკთან გამსახურდიას მოწინააღმდეგე ხუნტის ერთ-ერთი ლიდერი იყავი – და 2000 წლის კარიერისტობობის მიზნებისთვის უკვე ეროვნული მოძრაობის ლიდერიც გახდი. ეს არის ზუსტად ის შენი ცბიერი ქოსა ტყუილობა, რომელიც მხოლოდ მანიაკ კარიერისტებს შეუძლიათ – იმისათვის რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. შენი კარიერის წინ წაწევისთვის საქართველოს პირველ პრეზიდენტს უკვე 1992 წლის იანვარში დიქტატორობას აბრალებ – და მერე ეკა ხერხეულიძეს ან ბოცო წიკლაურს ან ნებისმიერ სხვა ქართველს თვალებში როგორ უყურებ, როცა იცი რომ ეს აშკარა ტყუილია, სწორედ იმ კრემლის ინსპირირებული, რომელსაც ვითომ ახლა შენ ებრძვი (მისივე გამოზრდილი შპიონი-პრეზიდენტი). 1992 წლის აქტი თურმე ‘არ ყოფილა სახელმწიფო გადატრიალება’ – შე უსინდისო მართლა უზურპატორო. უზურპატორობა რასაც ჰქვია – ეს შენ გაქვს ჩადენილი და ამას კიდევ ზვიად გამსახურდიას აბრალებ?.. შე უნამუსო კაცო, და მერე უსირცხვილოდ ამბობ: ‘გამსახურდიას ხელიუსფლებისგან ჩამოშორების შემდეგ შეწყდა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ბრძოლები, რომელიც პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული.” მართლა? და ეს იგივე არ არის ვინმემ დაგაბრალოს 2008 წელს ომის დაწყება სამაჩაბლოში? შენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს სრულიად უმართებულოდ და ცილისმწამებლურად აბრალებ სამაჩაბლოში კონფლიქტის ინსპირირებას – რაც არის სრული სიცრუე დე დეზინფორმაცია. ახლა, ყანყრატო-გამომშრალი გადმომდგარხარ და სხვებს სდებ ბრალს – სამაჩაბლოში ომის დაწყება საქართველოს დააბრალესო – და ეს შენ თვითონ გაგიკეთებია პირველს 1992 წლის იანვარში, როგორც ზვიად გამსახურდიას ‘ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს’. სინდისიც კარგი საქონელიაო, ნათქვამია – მაგრამ საქონელს სინდისი სადა აქვსო – ეგეც ნათქვამია. და საუბედუროდ ეს ნათქვამი შენ გეხება, ჩემო მიშა.

ამ შენი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ საქართველოში ბრუნდები 1992 წელს და უკვე იმავე წლის აპრილში აღარ ხარ ‘საქართველოს ოფიციალური მთავრობის წარმომადგენელი უკრაინაში’ და ხარ ‘ქარტია 91-ის’ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომისიის წევრი (აქაც დიდი თანამდებობა გიშოვნია, როგორც წარჩინებულ კარიერისტობობას) და წერ ასევე სამარცხვინო წერილს იმის შესახებ თუ როგორ აფუჭებდნენ ‘წინა მმმართველები’ ეთნიკურ ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან და როგორ გამოასწორებს მათ ხუნტა. თუმცა იმავე წლის აგვისტოში იწყბა ომი აფხაზეთში და ამავე დროს, როცა შენ ამ სამარცხვინო პასკვილებს წერ ხუნტა ტეროროსტულ ოპერაციებს ატარებს თბილისშიც, სამეგრელოშიც და მთელს საქართველოშიც. შენი მთავარი იარაღი ისევ ტყუილია – და ამიტომ ხარ შენ სამარცხვინო ადამიანი, რომელიც თავისი მანიაკალური კარიერისთვის ყველაფერზე წამსვლელია. მთელი შენი ცხოვრება არის სამარცხვინო ტყუილები, რომლებიც გაჯერებულია საქართველოს ღალატით – საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის ტალახის სროლით და მერე უკვე მისი სახელის გამოყენებით.

შენ არ ხარ საქართველოს მოქალაქეობის ღირსი, მიშა – შენ ხარ მოღალატე და ქოსა ტყუილა კარიერისტობობა!

შენნაირ ნაძირლებს რომ უყურებს ადამიანი, სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს პოლიტიკაში – და მეც სწორედ ამიტომ არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას 1990 წლის შემდეგ – მადლობა ღმერთს! ზუსტად მაგ წელს დაიწყე შენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც დღესაც აგრძელებ შენი პათოლოგიური ტყუილებით!

ღმერთმა მშვიდობა მოგცეს იქ, სადაც ხარ – თუმცა მე ღრმად მეპარება ეჭვი რომ შენ ეს მშვიდობა გინდა.”

თეგები: ირაკლი კაკაბაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved