• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაციენტი ადგილის არქონის გამო გარდაიცვალა – ექიმების სკანდალური განცხადებები

ალია ავტორი - ალია
18:01 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ადგილების არქონის გამო, ლაგოდეხში, კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია “ჰერეთი” ავრცელებს:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის დირექტორი ნუნუ ნოზაძე, რადიო ჰერეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ლაგოდეხის „არქიმედეს“კლინიკის ცხელების ცენტრში, სიღნაღის მკვიდრი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცის შესაბამისი მკურნალობა ვერ უზრუნველყვეს.

კლინიკა „არქიმედეს“ სამედიცინო დირექტორი ნიკოლოზ ყარალაშვილი რადიო „ჰერეთთან“ ადასტურებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტს და მიზეზად კოვიდკლინიკებში ადგილების უქონლობას ასახელებს.

ექიმები და კლინიკის ხელმძღვანელები როცა ვეღარ და აღარ მალავენ ფაქტს რომ პაციენტები ადგილების არქონის გამო ეღუპებათ, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი კი იძახიან, რომ ყველაფერი კარგადაა და ადგილები აქვთ – იმ ქვეყანას არჩევნები საერთოდ არ სჭირდება, რაღაა ასარჩევი, უნდა ადგეს და წავიდეს ყველა ერთად!!!

გარდა იმისა, რომ ინფექციური კლინიკაში ისევ წყალი ჩადის, სამარცხვინოდ, ქვეყნის ნომერ პირველ წოდებულ კლინიკაში, წვიმს, ზაფხულის მანძილზე, ჯერ შიდა ტურიზმის ძახილით გაყარეს ხალხი კურორტებზე, მერე ექიმებს 400-კაციანი კონფერენციების ჩატარების უფლება მისცეს და თან ლანძღეს, გახსნეს სკვერები, პარკები, ჰქონდათ შეხვედრები, იარეს პირბადის და დისტანციის დაცვის გარეშე და ბოლოს ისევ ყველაფერი ხალხს დააბრალეს. ქვეყანა ჩაკეტეს და ხალხი დაამშიეს, პარალელურად კი მოხუცთა თავშესაფრებში ინფექციის გავრცელება ვერ შეაჩერეს. ერთი დიდი კოვიდჰოსპიტალის მოწყობა რა გახდა? რა გახდა ადგილების დათვლა?

სანამ თრომბით არ დაეღუპათ ადამიანი კოვიდსასტუმროში, მანამდე თრომბის თავიდან ასაცილებლად ანალიზების გაკეთებას ვერ მიხვდნენ!

დღეში რომ 2000 ახალი ინფიცირებულია, ახლა გვეუბნებიან სადღაც, სახლებში, დიასახლისებად, დიპლომიანი ექიმები გვყავს, რომ არ უმუშავიათ, მაგრამ დიპლომები აქვთ და იმათ გამოვიყვანთ და გადავამზადებთო, აწი გამოვიყვანთ და გადავამზადებთო!

ვინც მუშაობს და მოქმედი ექიმია, ის ვერ გადაამზადეს და ხაჭაპურის დაცხობას და ნათურის გამოცვლას მიატოვებინებენ ადამიანს, გამოიყვანენ და იმას გადაამზადებენ? და წამოვა? ამ სისტემაში მუშაობას მოინდომებს? მოინდომებს იმის ნახვას, ხალხს როგორ ხოცავთ იმის გამო, რომ ადგილები არ გაქვთ?

ახლა ყველა კლინიკა კოვიდკლინიკა გახდებაო და ქრონიკული ავადმყოფები სად წავიდნენ? ვინც დიალეზზეა, სად იაროს?

რა ვერ გაიგეთ, კოვიდი კი არ კლავს, უადგილობა და უექიმობა, უთავბოლო კლავს და ამას წერს “ალია” ზუსტად 26 იანვრიდან მოყოლებული!

პრემიერი ხომ არის ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელი? წაუძეხით მატყუარა გუნდს პრემიერო და მიბრძანდით! რას ჰგავს ეს – გვითხარით, რომ ადგილები არ გაქვთ და არც სასწრაფოს დაველოდებით და თავად მივხედავთ თავს, ის დიპლომიანი ექიმებიც გამოვლენ და თქვენ კლინიკებში კი არა, გარეთ იმუშავებენ ხალხთან, დავდებთ ფულს და ერთ ლაზარეთს მოვაწყობთ, მოვალთ და წამოვიღებთ სასუნთქ აპარატებს, რა იყო, ჩვენი ფულით ხომ არის ნაყიდი? თქვით, რომ ვერ ართმევთ თავს და ბოლოს და ბოლოს დაიხმარეთ დამოუკიდებელი ექსპერტები! მიაღწიოთ იქნება ასე არჩევნებამდე მაინც!

თეგები: ამირან გამყრელიძეეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved