• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეგრელი, ყაჩაღიც კი სხვა ფენომენია – გავიყოთ “ძმურადო” – დაყაჩაღება სამეგრელოში

ალია ავტორი - ალია
13:31 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ისე, კრიმინალის ამბავზე სულ მახსენდება, 2009 წელს როგორ დამაყაჩაღეს ზუგდიდში ნიღბიან-ავტომატიანებმა. მეგრელი ყაჩაღი მაინც სულ სხვაა. 15 ლარი გვქონდა, ავტოსტოპით ვმოძრაობდით. ახალ ჩაძინებულზე დაგვადგნენ იარაღით და ნიღბებით. სანამ გონზე მოვიდოდით, უკვე ხელფეხშეკრულები ვეყარეთ მიწაზე.

მერე დაიწყო, რაც დაიწყო. ჩვენი ჩანთების ქექვა (კარვით ვიყავით მდინარე ჯუმის პირას). რას იპოვნიდნენ, სასარგებლო მხოლოდ ანაკომის მშრალი სუპები გვქონდა.

ბოლოს, ერთ-ერთის საფულეში 15 ლარი იპოვნეს. 10 ლარიანი და 5 ლარიანი კუპიურა.

მეგრელი, ყაჩაღიც კი სხვა ფენომენია.

გავიყოთ “ძმურადო” – 10 ლარიანი ჩვენ და 5 ლარიანი თქვენო. ჩვენ ვუთხარით, არ გვინდა ეგ 5 ლარი, წაიღეთ. არა, რას ამბობ, გზაზე სულ უფულოდ როგორ იქნებითო. დავიწყეთ პატიჟი. ვეხვეწებით ყაჩაღებს, წაიღეთ ეგ 5 ლარიანიცო, ყაჩაღი თავს იფასებს, არა რას ამბობო. ბოლოს ვუთხარი, პოლიტრა იყიდე და თქვენი დაყაჩაღებულები ანუ ჩვენ დაგვლოცეთ მეთქი.

ამასობაში ის 10 ლარიანი ვეღარ იპოვეს, ერთმა მოპარა მეორეს თუ დაუვარდათ, არ ვიცი. ბოლოს, კარგი, კარგიო და აიღეს ის 5 ლარიანიც.

ანკესი აიღეს. ე.წ. “კატიუშკა” მოეწონათ. მოხსნა სცადეს. ახლა ისევ დავუწყეთ პატიჟი, წაიღეთ მთლიანადო. არა, რას ამბობო, მხოლოდ “კატიუშკას” წავიღებთო. ვერ მოხსნეს, ძალა დაატანეს და დააზიანეს. დაანებეს თავი.

აქეთ მე ვვიშვიშებდი, მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი, რაღა სამეგრელოში მაყაჩაღებთ მეგრელ კაცს-თქო. ვინ იცის, ხვალ-ზეგ სადმე შევხვდეთ საერთო ნათესავის ქორწილში, მე კი ვერ გიცნობთ, მაგრამ თქვენ როგორ აპატიებთ საკუთარ თავს-მეთქი.

ახლობლები გყავსო? ვინებიო? – დავასახელე რამდენიმე გვარი. ეტყობა, რომელიღაცა გავარტყი. შეცბა. თან გაბრაზდა და მეუბნება – შენ რა ლьექტორივით ქადაგებო. – ლექტორი ვარ მეთქი. რას ამბობო.

ცოტა ხანში ერთი მოვიდა და მეუბნება “მასკა რომ მოვიხსნა, გამცემ?” – მე ვუთხარი, კარგად დაიტოვე ეგ ნიღაბი, ახლა თბილისიდან მარბენინე ზუგდიდში პოლიციაში მეთქი.

კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მერე დანა მოგვცა, წავალთ, აგერ მანქანით გველოდებიან და ვინც “ნაკოლი” მოგვცა, იმას დედას მოვ…ვთ, ამ კაი ხალხთან რომ გამოგვგზავნა, გვეგონა, ოქროები გქონდათო.

წავიდნენ ბოლო-ბოლო.

მეორე დღეს გვითხრეს, კარავში რამ გადაგაწყვეტინათ დარჩენა, ერთ ღამეს “რეიდი” ჩაატარეს და ცხრა ბანდიტური ჯგუფი აიყვანეს ამ რეგიონშიო.

ეს ის წლები იყო, კრიმინალი რომ “აღარ” არსებობდა.

აგერ 11 წელი გავიდა და ეს თავაზიანი ყაჩაღები დღესაც მახსოვს. ვინ იცის, მართლა შემხვდნენ სადმე და მიცნეს.

იმედია, იმ 5 ლარით “პოლიტრა” მართლაც იყიდეს და ჩვენი სადღეგრძელოც დალიეს.

დღესაც მერიდება, 5 ლარის მეტი რომ ვერაფერი წაიღეს და ასე ვერ “ვეცით” პატივი.

მეორე დღეს ვლაკერნობა იყო. ერთ-ერთ ჩვენგანს ახლობლები შეხვდნენ ზუგდიდში. გვიმასპინძლეს. ღამე გაგვათენებინეს. გადაგვყვნენ და ასე გააბათილეს მეგრული პატივისცემით იმ მეგრელი ყაჩაღების ამბავი.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved