• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თურ­ქეთ­მა რომ არ მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია, ამის გარანტი მე ვარო, განაცხადა სომხეთმა – ასეთ ფაქტებთან გვიწევს გამკლავება” – თურქეთის ელჩი

ალია ავტორი - ალია
15:04 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

თურ­ქე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გა­ნი აცხა­დებს, რომ თურ­ქეთს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი მშვი­დო­ბა სურს და ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვას არ აპი­რებს. რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ამ ომში სა­ქარ­თვე­ლოს როლი და რა მოხ­დე­ბა, თუ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თი ჩა­ერ­თვე­ბა, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ის “კვი­რის პა­ლიტ­რას”ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

  • გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გა­ნი:

– რუ­სე­თი ორი­ვე მხა­რეს – აზერ­ბა­ი­ჯან­საც და სომ­ხეთ­საც ია­რაღს აწ­ვდის, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მის­გან ყი­დუ­ლობს, ხოლო სომ­ხეთს ჩუქ­ნის გრან­ტის სა­ხით. მა­გა­ლი­თად, აშშ-ის კონ­გრე­სი და სე­ნა­ტი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია, იმავდრო­უ­ლად კი არ შე­ახ­სე­ნე­ბენ სომ­ხეთს, რომ ის არ­ღვევს გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ებს, რომ უნდა გა­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.ჩვენ ვხე­დავთ რა ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, ვამ­ბობთ, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ აზერ­ბა­ი­ჯანს, და რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არის მო­მარ­თუ­ლი, არც მე მეს­მის და არც თურ­ქეთს. ჩვენ ყვე­ლას სა­ჯა­როდ ვე­უბ­ნე­ბით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ რე­გი­ო­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა კავ­კა­სია და ბალ­კა­ნე­თი, სა­დაც არა­ერ­თი კონ­ფლიქ­ტი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, მყი­ფე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ძა­ლი­ან სა­ში­შია.თურ­ქე­თი არ არის კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე, კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა და მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა ჩვენ­თვის უმ­თავ­რე­სია. ეს რომ არ გვინ­დო­დეს, 2009 წელს სომ­ხეთ­თან არ და­ვი­წყებ­დით “ცი­უ­რი­ხის ოქ­მე­ბის” პრო­ცესს. ჩვენ გვინ­და რე­გი­ო­ნის ამ ნა­წილ­ში ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც არ ექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზი­ე­ბი მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­თან.

…

სომ­ხე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცხოვ­რო­ბენ და ჩვენ აქაც და­ვი­ნა­ხეთ ერ­თმა­ნეთ­ზე წა­ქე­ზე­ბის ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კა. თურ­ქე­თის შე­ფა­სე­ბით, ეს ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა – ერ­თია ომის და ომის იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მე­ო­რე კი ომის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, რათა აღიკ­ვე­თოს ომის მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა. ჩვენ ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლეთ. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად იჭერს ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ მოხ­და უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კა გზას უხ­სნის მე­სა­მე მხა­რის მიერ შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბას.ასევე დაგაინტერესებთ

– ყა­რა­ბა­ღის ომში სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას. რო­გორ აფა­სებს თურ­ქე­თი ასეთ მიდ­გო­მას და კი­დევ რა გვმარ­თებს ჩვენ ამ კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად?

– სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა თქვე­ნი პო­ზი­ცია ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ ჩანს, მაგ­რამ ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ორ მე­ზო­ბელს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი აქვთ. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ მო­ი­მოქ­მე­დოთ ისე­თი რამ, რა­საც კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას მი­ი­ღე­ბენ და ფა­ქი­ზად მი­უდ­გე­ბი­ან ამ სა­კითხს. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ჭი­როა მივ­დი­ოთ ამ პრინ­ცი­პებს.

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­კი­თხში სწო­რი პო­ლი­ტი­კა აქვს:

1. ის პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­თვის აფიქ­სი­რებს;

2. ცდი­ლობს იმუ­შა­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში მუდ­მი­ვი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის.

3. სა­მარ­თლი­ა­ნი პო­ზი­ცი­აა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ სურს გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნოს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რია შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ია­რა­ღის შე­ძე­ნი­სა და გაგ­ზავ­ნის­თვის.

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რად­გან თურ­ქე­თი ერ­თა­დერ­თი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, ვის­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი დე­მარ­კი­რე­ბუ­ლი აქვს. ჩვენ არა გვაქვს ამ­გვა­რი პრობ­ლე­მა ერ­თმა­ნეთ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, აქვთ სა­ერ­თო და­სახ­ლე­ბე­ბი, ერ­თად ცხოვ­რე­ბის კულ­ტუ­რა კი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­წუ­ხა­როა, რომ თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მე­სა­მე მხა­რე­ე­ბის მიერ შე­მოგ­დე­ბუ­ლი მცდა­რი და მა­ხინ­ჯი პრო­პა­გან­და მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთა­ვა­რია, ამ პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბას არ შე­ვუ­წყოთ ხელი. მა­გა­ლი­თად, სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ლენა ნა­ზა­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­რან­ტია იმი­სა, რომ თურ­ქეთ­მა არ მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია. აი, ასეთ ფაქ­ტებ­თან გვი­წევს გამ­კლა­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ ასეთ პრო­პა­გან­დას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უნდა გა­უ­წი­ოს. 

თეგები: თურქეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved