• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირბადე არ ეკეთა გამყიდველს და გამოვიძახე პატრული” – რა მოხდა შემდეგ და დაჯარიმდა თუ არა გამყიდველი?

ალია ავტორი - ალია
14:16 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნ.ბ. წერს:

“დაუჯერებელია, მაგრამ რა ვქნა, ამ წუთას შემოვედი სახლში, კრიმინალურ პოლიციაში წამიყვანეს ჩვენების მისაცემად. მიზეზი პირბადის გაკეთებაზე შენიშვნის მიცემა და თანმდევი მოვლენები.

რამდენიმესაათიანი და თხუთმეტიათასჯერ მოყოლილი ამბის შემდეგ ჩვენების მიმღები გამომძიებელი მეუბნება, რომ ტვინის გალღობის მიზნითაც ვერ დააჯარიმებს გაყინულტვინიან ადამიანს, ვინაიდან მტკიცებულება არ აქვს.

პ.ს. პოლიციელებმა და გამომძიებლებმა წერა რატომ არ იციან, რატომ? მოკლე შინაარსის სწორად დაწერა რატომ არ იციან? ესენი რანაირად იძიებენ საქმეებს? დედუქციური აზროვნების ქონაზე ხმასაც არ ვიღებ.

პ.ს.ს.

რა მოხდა:

ჩემი უბნის ხაჭაპურის გამყიდველს ხელში არ მივეცი ბარათი გასატარებლად, თავად გავატარებ-მეთქი, რაზეც გაბრაზდა. გაბრაზებულმა გაიკეთა ერთჯერადი ხელთათმანი და მაინც თვითონ გაატარა (რომ შევედი, მაშინაც გაბრაზებული იყო). შემდეგ დამიწყო ჭკუის სწავლება, რომ სისულელეა ჩემი სიფრთხილე, რომ ბევრი აძლევს ბარათს, მერე ადებს აპარატს და ათასი რამ. ამ დროს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე. თან, უკვე მოვდივარ, წამოსვლა მინდა, მაგრამ ეს გოგო არ ჩერდება, აღგზნებულია და ხელებს შლის. ჩემი მიმართვის შემდეგ საუბარში ჩაერთო მეორე ქალი და მეუბნება, რომ პირბადე მხოლოდ საათნახევარი გვიცავს და აზრი არ აქვს მის გაკეთებას. იგივე გაიმეორა იმ გოგომაც, რომ პირბადე არ გვიცავდა და ტყუილად გვეკეთა. აზრი არ აქვსო?! აქ უკვე მე აღვშფოთდი, რომ რას ჰქვია არ აქვს-მეთქი და მე ექიმი ვარ და ძალიან კარგად ვიციო. გეტყობათ როგორი ექიმიც ხართ-მეთქი და ამ წინადადების მერე რას ჰქვია, დედის ტოლა ქალს შეურაცხყოფას აყენებო და აქეთ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე უკვე გარეთ ვიყავი. მოვარდა გამძვინვარებული და მომიკეტა საცხობის კარი. შემდეგ მინის იქით იდგნენ, მიყურებდნენ და იცინოდნენ. ავდექი და დავრეკე პატრულში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გაყინულ ტვინს მაინც ვერ გაულღობენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ.

რჩევა:

გადაუღეთ ფოტო, ვინც გეუზრდელებათ და გეუხეშებათ ასეთ ვითარებაში.”

თეგები: კორონავირუსიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved