• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეთანხმები პრემიერს, რომელსაც პრაგმატული პოზიცია აქვს ეპიდემიასთან მიმართებაში” – გიორგი კანდელაკი

ალია ავტორი - ალია
20:09 10-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ დღეებში, ძალზე ბევრი აზრი მოვისმინე და წავიკითხე, რომლებიც არსებულ ვითარებას ან უახლესი მომავლის პროგნოზებს აპოკალიპტურ ფერებში აღწერენ. გამოითქვა მოსაზრებები, თითქოს ამჟამად იტალიის პიკის დროს დაფიქსირებულ შემთხვევებზე მეტი ფიქსირდება მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ჩვენთან და ჯანდაცვის სისტემას გარდაუვალი კოლაფსი ემუქრება და ა.შ.

რაც შეეხება რაოდენობებს, არ შეიძლება რომ ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობების პირდაპირი შედარება მოვახდინოთ. იტალიის პიკის დროს, იტალიაშიც და მთელ ევროპაშიც, ერთ მილიონ მოსახლეზე გაცილებით ნაკლები ტესტი კეთდებოდა ვიდრე ეს ხდება დღეს საქართველოში. მაგალითად იტალიაში სადაც შემთხვევების პიკი იყო 21 მარტს, ტესტირების რაოდენობის აღრიცხვა (ყოველ შემთხვევაში ჩვენთის რა ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი) იწყება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 20 აპრილიდან, როდესაც ერთ მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 130 ტესტი (https://news.google.com/covid19/map?hl=en-US…),

სავარაუდოდ მანამდე იყო კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელოვნად. იგივე ვითარება იყო ბრიტანეთში, სადაც, ტესტირების რაოდენობებზე ოფიციალური პირველი მონაცემები ემთხვევა ეპიდემიის პიკის დღეს 10 აპრილს, როდესაც მილიონ მოსახლეზე კეთდებოდა დაახლოებით 400 ტესტი (https://coronavirus.data.gov.uk/testing).

საქართველოში ამჟამად, თუ შევხედავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx…) დაახლოებით კეთდება დღეში 8000 ტესტი, რაც მილიონ მოსახლეზე არის დაახლოებით 2200. ეს ციფრი მრავალჯერ აღემატება ევროპაში ეპიდემიის პიკის დროს არსებულ ტესტირების მაჩვენებლებს და შესაბამისად გამოვლენილი შემთხვევების ერთიერთზე შედარება სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკასთან შეუძლებელია. ასე რომ ჩვენ ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაჭარბებთ იტალიის მონაცემებს და ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან როგორც სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკამ გვაჩვენა COVID-ის უკონტროლო გავრცელების ფაზაში მყოფ რეგიონებში, პირველი ტალღის დროს ინფიცირდება მოსახლეობის დაახლოებით 10-20% (სეროპრევალენტურ კვლევების მონაცემებს ვგულისხმობ, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომიანების ჩათვლით) და ჩვენ სავარაუდოდ არ ვიქნებით ამ ვითარებაში გამონაკლისები. ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობა ჩვენთან რჩება < 1 %, ასევე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან ამჟამად აქტიური შემთხვევების გამოვლენის გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპაში ადრეული გაზაფხულის პიკის დროს, და არა იმის გამო, რომ ჩვენი მედიცინა უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე დასავლეთის, რაც რათქმაუნდა არასერიოზულია.

ამიტომ, ეპიდემიის რეალური დინამიკის შესაფასებლად გაცილებით აკურატული მაჩვენებელია სიკვდილიანობა და არა დიაგნოსტირებული ინდივიდების რაოდენობა.

ჩვენ ამჟამად, მრავალი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა (სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე), რომელსაც კიდევ 2 კვირაში მოჰყვება სიკვდილიანობის პიკი, რის შემდეგაც ვითარება დაიწყებს დასტაბილურებას ნელნელა. რთულია ზუსტი პროგნოზირება, როგორი იქნება ნოემბერის შუა რიცხვები, თუმცა ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორის პარალიზების ნიშნები არ ჩანს. საგულისხმოა, რომ ბათუმი გადის პიკს ამჟამად და ავად თუ კარგად სისტემამ გაუძლო. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის რეანიმაციული საწოლების ფონდი უფრო ვრცელია, ვიდრე აჭარის არსებული რესურსები.

ამიტომ ვიყოთ ზომიერად ფრთხილები და ნუ დავთესავთ პანიკურ მოლოდინებს. პირადად მე ვეთანხმები პრემიერმინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსს კოვიდის ეპიდემიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ძალზე პრაგმატული პოზიცია აქვს და რაც მთავარია ამ თემასთან დაკავშირებით გამოაჩინა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ნიღბების ტარების გარდა აუცილებელია, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია შეწყდეს (დღესაც მრავალი ასეთი პაციენტი წევს საავადმყოფოში სამწუხაროდ) და მოსახლეობას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ კოვიდით ინფიცირებულთა უმრავლესობას ჰოსპიტალში არაფერი ესაქმება და შევუნახოთ საწოლფონდი მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.”

თეგები: გიორგი გახარიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved