• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიამ გაყინა გარეჯის საქმე, გახარია დაადგა “ენმ”-ის კურსს”

ალია ავტორი - ალია
00:20 10-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

არქიმანდრიტმა კირიონმა „ალტ ინფოს“ ეთერში დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა და ქვეყნის პრემიერების რიგითობის მიხედვით სიტუაცია შეაფასა.

„ღარიბაშვილი წავიდა პრემიერობიდან და ხელისუფლებიდან და მის მიერ მთელი ეს მომართული საქმე გაჩერდა.

მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი – არც უარყოფითი, არც დადებითი, უძრაობაა. ვხვდები მე კვირიკაშვილს ოთხჯერ თუ სამჯერ პრემიერის კაბინეტში, გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის ხვდება მერე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და არის უცნაური პასუხი.

იქ არის ნიუანსი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გამოძიებისთვის არ არის ალბათ გაშლილი ეს თემა და მეუბნება, რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ სჯერა ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიციო. მე გაოგნება გამოვხატე, რადგან აქ საუბარია დოკუმენტურ ფაქტზე და არა შინაგან რწმენაზე.

შემდგომ პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა, მას მადლობა განვუცხადო და ვეუბნები, სადაც ვახერხებ ამის თქმას. იმიტომ რომ მასთან შეხვედრა მქონდა ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი. ავუხსენი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე. მან მკითხა, მამა კირიონ, რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პრემიერმაო.მე ვუთხარი, რომ აუცილებელია და სასწრაფოა კომისიის გაჯანსაღება. იმიტომ, რომ, ვერ მივდივართ აქტებამდე. იმ მოკლე დროში, რაც ის პრემიერი იყო, ეს იყო სრული პოზიტივი ამ საქმეში. იმასაც ვიტყვი, რომ არ აქვს მიწოლის ის ენერგია, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს, მაგრამ სრული პოზიტივი, კეთილშობილი კაცი, ნამდვილად სახელმწიფო მოღვაწე.

მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია – სტაგნაციაა. ანუ, თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა. აი, აქ უკვე ხდება მონასტრის დაძაბულობა და გემახსოვრებათ ჩემი კრიტიკა მისდამი, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო. მე არ მოვრიდებივარ არასდროს არც ერთი ხელისუფალის კრიტიკას.

ამ დაძაბულობის პიკზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ მე და გახარიასაც გვაქვს ერთმანეთში, გვაქვს დაძაბული საუბრები და მე არ ვთმობ მასთან პოზიციებს, ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ, დამეხმარე”- არქიმანდრიტი კირიონი.

თეგები: გიორგი გახარიადავით გარეჯიმამა კირიონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved