• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპატრიარქო ღმერთის სახელით მეძაობდა ხელისუფლებასთან – იღებდა მილიონებს, ტყეებს, მიწებს, პრივილეგიებს”

ალია ავტორი - ალია
16:17 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი, სოციალურ ქსელში, წერს:

“აქამდე, ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ საქართველოს საპატრიარქო ღმერთისა და პატრიოტიზმის სახელით უსირცხვილოდ მეძაობდა ხელისუფლებასთან. მისგან იღებდა მილიონებს, ტყეებს, მიწებს, პრივილეგიებს და სამაგიეროდ, კრიტიკულ მომენტში პროპაგანდისტული უსინდისობით ყოველთვის გვერდით ედგა მის კეთილისმყოფელ ხელისუფლებას. მაგრამ, ე. წ. გარეჯის საქმემ სულ სხვა რამე გადვანახა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუკებს და მასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს არავითარი კავშირი არ ქონიათ გარეჯთთან, პირდაპირ გამოჩნდა, რომ საპატრიარქო და მისი ბრძანებით მოქმედი სამღვდელოება ზონდერების როლსაც არ თაკილობს. კირიონი, ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები, რომლებიც ხანში შესული კარტოგრაფების მოღალატეობაზე ლაპარაკობენ, ბედუკაძეები, ზონდერები და სულით მეძავები არიან. თუ გარეჯის მონასტერს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს, და ეს ასეა, მაშინ ამ ცრუ სამღვდელო პირების მოტივები ნაკარნახევი უნდა იყოს ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებით. ასეთ საქციელს ქართულად უსინდისობა და მოღალატეობა ჰქვია. სანამ ქართველები არ ვისწავლით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, არც ერი იქნება კარგად და არც ბერი.

წარმოვიდგინოთ სრულიად მოსალოდნელი მომავალი: შიო მუჯირი გახდა საქართველოს პატრიარქი. ჩვენი მომავალი ხელისუფლება სულ რომ დავით აღმაშენებლით და ილია ჭავჭავაძით იყოს დაკომპლექტებული და სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ეფექტურობით მუშაობდნენ, შიოს კანტორა მაინც მეხუთე კოლონად დარჩება; და როცა კრემლი მოისურვებს ჯაღმაიძეები და კირიონები (ლეგეონია მათი სახელი) ღმერთის და ეკლესიის სახელით გამართავენ პრესკონფერენციებს და პატიოსან ქართველ მოქალაქეებს მოღალატეებს დაუძახებენ და ჩვენ სახელმწიფოს ხან აზერბაიჯანთან, ხან სომხეთთან, ხანაც თურქეთთან კონფლიქტის რისკის წინაშე დააყენებენ.

ყველა ახალ ხელისუფლებას, რეიტინგიანია ის თუ არა, ეშინია საპატრიარქოსთან სამართლიანი და ეროვნული პოზიცია დაიჭიროს, რადგან ფიქრობს, რომ თუ მომავალში რეიტინგი დაკარგა, საპატრიარქოს მეძავივით მოისყიდის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენებს. ეს უდიდესი შეცდომაა. ჯერ ერთი, თავად საპატრიარქო დიდი სისწრაფით კარგავს რეიტინგს და მეორე (რაც მთავარია), თუ სინოდი არ გაიწმინდა უღირსი წევრებისაგან, საპატრიარქო ყველა ხელისუფლებას გამოუთხრის ძირს, თუკი ამას რუსეთი მოინდომებს.

აქდან გამომდინარე, საპატრიარქოს მოსყიდვის მცდელობა იგივეა შენი დროშებით პუტინის და კრემლის მოსყიდვას შეეცადო, რადგან რუსები არა მარტო ფულს აძლევენ თავის აგენტებს, არამედ იმის ინსტრუმენტებიც აქვთ მათ შიშის ზარი დასცენ. ყველა პატიოსანი, პატრიოტი, საქმიანი პოლიტიკოსისათვის ლაკმუსის ქაღალდივით უნდა იყოს ახლანდელი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულება. ახლავე, არჩევნებამდე პატიოსნად და გულახდილად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება არა ისეთი ოდიოზური და ადვილად სალანძღავი პიროვნებების მიმართ, როგორც ჯაღმაიძე და კირიონია, არამედ საპატრიარქოს, სინოდისა და საქართველოს ეკლესიის ქცევისადმი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. თუ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სისტემების რეფორმების აუცილებლობაზე, ვინც მათგან პატიოსანი და გულწრფელია, კეთილ ინებოს და ისიც გვითხრას როგორ მოუაროს ეკლესიაში თავშეფარებულ კორუმპირებულ რუსეთის აგენტ სამღვდელო პირებს და სინოდს.”

თეგები: გოჩა ბარნოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved