• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი ფული მაქვს, დავხარჯავ და მერე ამ ფულს ისევ ამათ კისერზე ამოვიღებო” – გოგი წულაია ისევ ფორმაშია

ალია ავტორი - ალია
15:41 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე  გოგი წულაიამ   საზოგადოებას თავი  სახალისო პერფორმანსებითა და  ფრაზებით დაამახსოვრა, თუმცა,  ჩვეულ პერფორმანსებსა და ემოციურ გამოსვლებზე დროებით უარის თქმა მოუხდა. მან ცოტა ხნის წინ გულის  მძიმე შეტევა გადაიტანა. მედიკოსებმა, დროული ჩარევის შედეგად, გოგი წულაიას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ  „თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია “2020NEWS”-ს ესაუბრა.

– ბატონო გოგი,  თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მთელი საქართველო გგულშემატკივრობდათ, როგორ ხართ ახლა? 

– „მთელი საქართველო“  ნამდვილად გაბუქებულია, მაგრამ თვითონაც გაკვირვებული ვარ, რამდენი ადამიანი მგულშემატკივრობდა და მხარდაჭერას მიცხადებდა, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი.  რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, გადავიტანე  ინფარქტი,  წამებში მოხდა ჩემი გადარჩენა, შემდეგ საჭირო აღმოჩნდა შუნტირების ოპერაცია, ოთხივე სისხლძარღვი გამომიცვალეს, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე, მაგრამ არა ძველებურად, იმ პერფორმანსებსა და ბრიფინგებს, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ.

პარტიის ინტერესების გათვალისწინებით, კენჭს ვიყრი სამტრედია- წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარად. პარტიაში ეს გადაწყვეტილება ახალი მიღებული იყო, როდესაც გულმა შემომიტია.  ვაპირებ, შევხვდე მოსახლეობას, თუმცა, ამ ხალხის გასაცნობად, ახლა არ მივდივარ, ყველა პრობლემის დროს, მათთან ვიყავი. არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა და ეს საკმარისი დროა, ამ არჩევნებში მე ჩემს სიტყვას მაინც ვიტყვი. 

რა თქმა უნდა, კაკო ბობოხიძე ანგარიშგასაწევი ძალაა, ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტია და ცნობილი ადამიანია.  გივი  ჭიჭინაძე კარგი კაცია, მაგრამ „ოცნების“ გარეშე ვერაფერი ანგარიშგასაწევი კონკურენტი იქნებოდა…

წინასაარჩევნო გარემო არის ისეთი როგორიც აქამდე იყო – ორპოლუსიანობის მცდელობა და ფულიანის დომინანტობა. არ არსებობს კონტროლი და ბალანსი პარტიებს შორის ფულის ხარჯაზე.  ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტსა და პრობლემებს გვიქმნის. ამ ქვეყანაში ვიდრე ასე იქნება – „ბევრი ფული მაქვს,  დავხარჯავ და მერე ამ ფულს ისევ ამათ კისერზე ამოვიღებ“, ძნელი იქნება რაიმეს შეცვლა.  ეს უნდა დამთავრდეს.

თეგები: გოგი წულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved