• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამორჩეულად მძიმე მოვლენაა – საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო გასხვისებას – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:53 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

”აღარაფერი გვიკვირს წინა ხელისუფლებისგან. უამრავი ისეთი რამ აქვთ ჩადენილი, რომ ეს შეიძლება განგვეხილა როგორც მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ფაქტი. თუმცა თავისი მნიშვნელობით ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო (უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია) გასხვისებას და გარდა ამისა, საქმე ეხება დავით გარეჯს, რაც არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ“ იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ეროვნული მოძრაობა თავიდან სწორედ დავით გარეჯის თემის გარშემო დაიწყო საქართველოში.

„ბუნებრივია, განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ამ საკითხის მიმართ და უფრო მძაფრად აღვიქვამთ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზეც დღეს პროკურატურა საუბრობდა. რაც შეეხება იმას, თუ ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს, ამ ეტაპზე მხლოდ ეჭვებით შეიძლება საუბარი, თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ასეთ მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე და ასეთი მგრძნობიარეა საკითხი, საეჭვოა, რომ თემები წყდებოდეს დაბალ დონეზე – სამინისტროების თანამშრომლების დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია მალე მოეფინოს ნათელი ყველაფერს და გაცხადდეს ყველა გარემოება, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან. წინა ხელისუფლების ლიდერების რეაქცია ამ თემასთან დაკავშირებით ამძაფრებს ეჭვებს საქმეში მათი ჩართულობის თაობაზე. ამ საკითხის პოლიტიზება არ იყო მიზანშეწონილი, რაზეც მაქსიმალურად ვიკავებდით თავს. ჩვენი მოწოდება იყო, რომ დავლოდებოდით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას. თუმცა პოლიტიზება მოხდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მიხეილ საკაშვილის პირველი განცხადება ჟღერდა როგორც დანაშაულის ერთგვარი აღიარება. იგი პირდაპირ გადავიდა ციფრების დასახელებაზე. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები. მათი დღევანდელი რეაქციაც არის დამატებითი ეჭვების წარმოშობის საფუძველი. გაუგებარია, რატომ შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიზება, თუ მათ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ და არ ცდილობენ სხვადასხვა სახით ამ საკითხის მიჩქმალვას“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროკურატურის ინფორმაციაში საკმაოდ დეტალურად იყო აღწერილი გარემოებები, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ საქმესთან.

„ეს გარემოებები ბადებს ძალიან მძიმე განცდას, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან – გამოიყენეს არა ის რუკა, რომელიც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე იყო შეთანხმება მიღწეული პრეზიდენტებს შორის, არამედ იგი ჩაანაცვლეს სხვა არალეგიტიმური რუკით და მოხდა საზღვრის განსხვავებულად გავლება, რაც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: დავით გარეჯიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved