• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი რუსეთის აგენტობაში კი არ დამიდანაშაულებია…” – რას წერს ირაკლი კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:14 10-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტობაში კი არ დამიდანაშაულებია, უკვე 2005 წლიდან ვამბობ, რომ ის გახლავთ რუსული კგბ-ს ლეიტენანტი – ანუ ოფიცერი. ეს ფაქტია 1980-იანი წლების ბოლოდან, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ კგბ-ის ჯარებში მსახურობდა. ის აგენტი კი არ არის, ოფიცერია, ხოლო ბიძამისი, თემურ ალასანია, უფრო მაღალი რანგის ოფიცერი, დეზინფორმაციისა და პიარის დარგში სერიოზული სპეციალისტია.

აგენტი არის არასწორი ტერმინი ამ ადამიანებისთვის. ვინ ვისი აგენტია – ამის დადგენა ძალიან რთულია და ამის დაბრალება ყველასთვის შეიძლება. მაგრამ, როდესაც ადამიანი ოფიციალურად მუშაობს საბჭოთა კავშირის ან რუსეთის უშიშროების ან საგარეო უწყების დაქვემდებარებაში – ეს უკვე ყველა კითხვას ხსნის.

სწორედ ამაზე ვწერდი ჩემს სტატუსში, რომელშიც უბრალოდ გავიხსენე ჩემი შეხვედრა 1991 წელს სენატორ ჯესი ჰელმსთან და USIA-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის უფროსთან, რომელმაც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მაშინ ზვიად გამსახურდიასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობდა ,,პოდრაბინეკის ჯგუფი“, რომელიც გამოსცემდა პერიოდულ ჟურნალ ,Georgian Chronicle-ს და რომელსაც ამერიკაში ავრცელებდნენ ძმები – ედუარდ და თენგიზ გუდავები. მათ შეადგინეს ეგრეთ წოდებული რეზოლუცია ნომერი 24, 1990 წლის შუაგულში, სადაც დაიწყეს Fake News-ების კამპანია ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ.

1991 წელს ვაშინგტონში, პრაქტიკულად, ყოველ დღეს იგზავნებოდა კგბ-ის დაფინანსებით გამოცემული პუბლიკაციები, რომელსაც Georgian Chronicle ერქვა. და ამ პუბლიკაციათა კონტენტის ერთ-ერთ ავტორად მოიხსენიებოდა განათლებული და ნიჭიერი პიარ სპეციალისტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაშინ კიევიდან თუ თბილისიდან გამართულ ინგლისურ ენაზე აწვდიდა ეროვნული ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციას. ეს იყო და ეს. არის აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის სურათი, რომელიც მან ,,პოდრაბინეკის ჯგუფთან“ ერთად გადაიღო პრაღაში, 24-ე რეზოლუციის მიღების დროს, 1990 წლის ივლისში, არსებობს სხვა, სერიოზული მტკიცებულებებიც.

რაც შეეხება ირინა სარიშვილს, მე ის ჩემს პირველ წერილში, პრაქტიკულად, არც მიხსენებია. თუმცა, ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ის რატომღაც საკუთარი შარვლიდან ამოხტა და ჩემ წყევლა-კრულვა-გინებას მოაყოლა ის, რომ მიშა სააკაშვილი კი არა, თავად არის კგბ-ის მთავარი გენერალი და Georgian Chronicle-ის სპინის ავტორი. ეტყობა, სარიშვილი ემოციურად აფეთქდა, რადგან არ მჯერა, რომ ის კგბ-ს გენერალია და ამხელა ოპერაციების დამგეგმავი იყო. რც შეეება სააკაშვილის, ისიც კი მხოლოდ ლეიტენანტი იყო, რომელიც, თავისი გაქანებითა და ნიჭით, ქალბატონ სარიშვილს ბევრად აღემატება.

ცხადია, დიდი შანსია, რომ ირინა სარიშვილი თანამშრომლობდა კგბ-სთან 1980-იან წლებში, როგორც თვითონვე ამტკიცებს თავისსავე პოსტში, თუმცა, იმაშიაც კი ეჭვი მეპარება, რომ მას ოდესმე თუნდაც ლეიტენანტის ჩინი ჰქონოდა. მისი თანამშრომლობა კკბ-სთან, ალბათ, როგორც სენატორი ჰელმსი გვეუბნებოდა, არაფორმალური კოლაბორაცია იყო. შეიძლება, ასეც არ ყოფილიყო და სარიშვილი უბრალოდ გავლენის აგენტი იყო, რომელზეც არაპირდაპირ მოქმედებდნენ. ძმები გუდავებისა და ,,პოდრაბინეკის ჯგუფის“ შესახებ ჯერ კიდევ 1991 წლიდან ვწერდი. ჩემი წერილი ,,საქართველოს რესპულიკაშიც“ კი გამოქვეყნდა 1991 წლის გაზაფხულზე და ამის შესაებ არაერთელ მისაუბრია ,,ამერიკის ხმითაც“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებითაც. რაც შეეხება თემურ ალასანიასა და მიშა სააკაშვილის პირდაპირ სამსახურებრივ აფილირებას საბჭოთა კგბ-სთან, ამაზე მუდმივად ვწერ 2005 წლიდან – მას მერე, რაც ზურაბ ჟვანია ტრაგიკულად დაიღუპა. ფაქტების გადამოწმება ადვილია ჩემს პუბლიკაციებში. სტენფორდის უნივერსიტეტის ჟურნალ ,Arcade-შიც გამოქვეყნებულია ჩემი წერილი თემურ ალასანიას, რუსეთის უშიშროების გენერლის შესახებ. ასე რომ, მე დიდი ხანია, ვლაპარაკობ ამ ფაქტებზე. ირინა სარიშვილი კი არც ახლა მიმაჩნია ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მასზე ვწერო და ვილაპარაკო. ბევრი ფაქტორის გამო.”

თეგები: ირაკლი კაკაბაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved