• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის ხალხი არა ხართ თქვენ, კაცობა გასწიოთ, კაცებს ვინც ყიდის, ის ხალხი ხართ თქვენ!”

ალია ავტორი - ალია
20:48 10-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩვენ ის საზოგადოება ვართ, გმირებს რო ვნატრობთ, და რომ გამოჩნდება და თვალს რომ ვარიდებთ.

უმეტესობა კი, სულელს რომ ეძახის, და დასცინის.

დღეს გავიგე ეს ამბავი, და ასეთი დაუცველობის და თან სირცხვილის შეგრძნება დიდი ხანია აღარ მქონია.

სირცხვილის იმიტომ, რომ თუ ამ ადამიანისთვის რაიმეს გაკეთება არ შემიძლია, მაშინ კაპიკად არ ფასობს ჩემი არც სხვა რამ გაკეთებული, თუ ნათქვამი, რო ქვეყანა გიყვარს, და რომ თავი კაცად მიგაჩნია, და უსამართლობის გაპროტესტების ტრაკიც გაქვს.

ასე გამოდის, ხო, რადგან მართლაც არაფერი არ არის შენი გაკეთებული იმასთან, რაც ამ კაცმა, ირაკლი ბებუამ გააკეთა.

ამ კაცმა, ერთი კვირის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გალში აფხაზური დროშა დაწვა.

და ხომ ვიცით ეს რას ნიშნავს?

და რომელი ჩვენთაგანი გააკეთებდა იგივეს იქ?

იქეთურ საქართველოში კი არა, აქეთ, დარჩენილ საქართველოში, 27 სექტემბერს ვინმემ ამის მსგავსი რამე გააკეთა?

რა აზრი ქონდაო ამის გაკეთებასო, იტყვის ვიღაც.

ჰქონია თურმე აზრი, ირაკლისთვის ჰქონდა აზრი!

და ეს კაცი დღეს სოხუმის ციხეშია,

უკვე მეშვიდე დღეა იქ ციხეშია და ხომ იცით ესეც რას ნიშნავს?

ყოველი დღე როგორ დაუღამდება და გაუთენდება ხვდებით ამას?

და ჩვენ რას შვრებით?

გავკარი ყველა პარტიის, თუ პოლიტიკოსის დვიჟენიებს, სახმაუროდ რომ ეძებენ რაღაც თემებს, თავის გამოსაჩენად, გავკარი მათ დაპირებებს, ენის აქაფებას, რომ ქვეყანას უშველიან, თუკი ერთი ადამიანის დასაცავადაც არ იღებენ ხმას, და არ აიძულებენ მათ, ვისაც ეს პირდაპირ ევალება, რაიმე გააკეთოს ამ ადამიანის დასახსნელად.

იმათზე ვამბობ, ხო, პოლიტროჟებზე, ასე თუ ისე ცნობადებზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაკრული ბანერებიდან გაღიმებული სახეებით რომ გვიყურებენ, რას აკეთებენ ამ ბიჭის გადასარჩენად?

იმათმა უნდა გააკეთონ, ტელევიზორებიდან რომ არ გამოდიან, თორე აბა, ჩვენ თავიც რომ დავიწვათ საპროტესტოდ, ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?

თუ არ იციან რა ჰქნან?

ააწრიალონ საელჩოები, გააკეთონ განცხადებები, ჩაატარონ მიტინგები, მოითხოვონ ამ ბიჭის გათავისუფლება, ანდა გააკეთოს ყველამ ერთად იგივე, რაც ირაკლიმ გააკეთა და მიიქცევენ ყურადღებას, და იქნებ რამე გამოვიდეს და იმ ბიჭს ეშველოს და შემდეგ ვინც არჩევნებში ხმა არ მოგცეთ იმ ქართველის დედა გახნა ვირმა.

წადით, გადით ქუჩაში, მოითხოვეთ, რაიმე გააკეთეთ, ამაზე მეტი “აჩოკი” როგორ უნდა დაიწეროთ.

სკამის და ფულის გამო მაინც გაკეთეთ რაიმე ადამიანური.

მაგრამ ის ხალხი არა ხართ თქვენ, კაცობა გასწიოთ, კაცებს ვინც ყიდის, ის ხალხი ხართ თქვენ!”

თეგები: ირაკლი ბებუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved