• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაგვიხურეს ანგარიში, გაგვიუქმდა კონტრაქტი” – “ზეგი” პროკურატურას ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
20:03 09-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

შპს ,,ზეგ”-ი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამო მათი ოფისიდან ამოღებულია ტექნიკა და კომპანია ფუნქციონირებას ვერ ახერხებს:

„კომპანია “ზეგ”-ის თითოეული თანამშრომელი არაერთხელ გამოიკითხა გამოძიების მიერ, მათ შორის გარდაცვლილთან მათი პირადი ურთიერთობების თაობაზე. გამოძიებას, ასევე მიეწოდა თითოეული თანამშრომლის სრული მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილთან მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან ოფისი გადავიდა დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე და თამუნა მას შემდეგ არც ერთ თანამშრომელს აღარ უნახავს ფიზიკურად. ვთვლით, რომ კოლექტივის გადაწყვეტილება, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან განცხადებებისგან თავის შეკავებაზე, იყო ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან.

სამწუხაროდ, ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. “არაჯანსაღი ურთიერთობები” – რაზეც ზოგიერთი მედია კომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს“

კომპანია „ზეგის“ განცხადებით, კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს. მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არც ერთხელ არ გამოუვლენია. აღნიშნული მეტად სამწუხაროა, რადგან მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ, თამუნას თანამშრომლები, აუცილებლად შევეცდებოდით მის დახმარებას და გვერდში დგომას.

„თამუნას სახელის პატივისცემით, შპს “ზეგ”-ი შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა ზედმეტად ჩართულიყო მიმდინარე მოვლენებში. დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება, საქართველოს ბანკმა მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას. უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური “ბრალდება” ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე კომპანია “ზეგ”-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში წამოწყებული ბულინგის შესაჩერებლად გაცნობებთ, რომ პროკურატურას ამოღებული აქვს “ზეგ”-ის თანამშრომლებსა და თამუნას შორის არსებული მრავალი მიმოწერა, სადაც ცხადად ჩანს ის ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც ქონდა ადგილი თამუნასა და მის თანამშრომლებს შორის. გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან, რაც სრულად დაადასტურებს ზემოაღნიშნულს“

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved