საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 36-მდე გაიზარდა.
ბოლო 5 წუთის მანძილზე ვებგვერდზე stopcov.ge ორჯერ განახლდა და კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალება გვამცნო.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ საავადმყოფოში მკურნალობდა პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარები