• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” მხარდამჭერები 15 მანქანით ჩავიდნენ ჩემი მომხრეების დასასჯელად, მოსახლეობა რომ არა, დახოცავდნენ” – ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:06 09-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს გაერთიანებული ოპოზიციის  მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მმართველი გუნდიდან მისი  ოპონენტის, გოგი მეშველიანის ძმას, გოჩა მეშველიანს ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

როგორც ოქრიაშვილმა “2020NEWS“-ს განუცხადა, ბოლნისში მომხდარ ძალადობაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული, რის გამოც დაწყებული საგამოძიებო პროცესის ობიექტურობის არ სჯერა:

“თეთრწყაროში დიდი ცემა-ტყეპა მოხდა. სოფელ ნახიდურში ჩემი მხარდამჭერები პლაკატებს აკრავდნენ, შემდეგ შევიდნენ ჩაიხანაში, ჩაის დასალევად. გივი მეშველიანის ძმა, გოჩა მეშველიანი თავის არმიასთან ერთად ჩაიხანაში შევარდა, კარები ჩარაზა და ჩემს მხარდამჭერებს ცემა დაუწყო.

15 მანქანით ჩავიდნენ ჩემი მხარდაჭერების დასასჯელად. სოფლის მოსახლეობა, რომ არ ჩარეულიყო, ალბათ დახოცავდნენ.

მათ ვერ გააცნობიერეს, რომ სოფელში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური ხედვები აქვთ. ბოლნისში ჩემს ყველა პლაკატს ახატავენ გაუგებარ ფიგურებს, ასევე ხევენ. ჩვენი რკინის ბანერიც კი მოჭრეს.

„გუშინ, დილის 5 საათზე ჩემი შტაბს თავს დაესხნენ და დაარბიეს. ეს არ არის რაღაც დაპირისპირება, ეს არის ბანდიტიზმი. თავად მეშველიანმა ჩამოაყალიბა ბანდიტური დაჯგუფება, რომელსაც მისი ძმა ხელმძღვანელობს.

ეს ყველაფერი სამართალდამცველების მფარველობის ქვეშ ხდება. დაუსჯელობის სინდრომი მეფობს. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები თავად არიან ჩარეული და გეგმავენ პოლიტიკურ დაპირისპირებას“

კითხვაზე, რატომ გადადიან მისი მხარდამჭერები “ქართულ ოცნებაში“, კახა ოქრიაშვილი გვპასუხობს, რომ ის ადამიანები, რომლებზეც ცხადდება, რომ მის შტაბს ტოვებენ, არასოდეს ყოფილან მისი მხარდამჭერები.

“დიდი მადლობა სამთავრობო ტელევიზია “იმედს“, რომ რეიტიგი  გამიზარდა, რადგან ყოველდღე ჩემზე რეპორტაჟს აკეთებენ. ყოველდღე  “ოცნების“ ორ მხარდამჭერს ჩაწერენ და აშუქებენ, ვითომ ჩვენ გვტოვებენ.  არადა, ეს ადამიანები ჩემი მხარდამჭერები არასოდეს ყოფილან.

საერთოდ, სამთავრობო ტელევიზიას თუ უყურებთ, დარწმუნდებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ბედნიერად ცხოვრობს“

 ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved