• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2 წლის მერე, მეყოლება ლამაზი ოჯახი, მეყოლება მეუღლე და ვიქნები პაწუკას მოლოდინში” – ბაჩალიაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:23 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დღეს გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს.

ჩვენ უკვე სამ ნაწილად შემოგთავაზეთ მოსმენილის შინაარში, ამ ნაწილში, ორი ვიდეო ჩანაწერიდან გთავაზობთ იმ ნაწილებს, რისი მოყოლაც იმ სამში ვერ მოვახერხეთ:

“გამარჯობა თამუნა, აქ ხარ დღეს და აქ უნდა იყო, სახლში ფეხს ვერ შეადგამ, სანამ ამას არ გაიაზრებ. შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ კეთილი ინებე და როგორც წესია ისე მოიქეცი. ამოიგე თავიდან. აღარ დაუშვა რომ მოწონხარ, ან მოწონდი

ყველაფერი იყო შენი წარმოსახვის ნაწილი, როგორ ვერ გაიზრე, რომ შენ ხარ პატარა ბავშვი, რომელსაც წარმოდგენაში უნდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და რომელსაც უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეუძლია, არაა…

დაივიწყე, ნახვამდის, შენ არ ხარ ეგეთი ქალბატონი… ვერ იქნება და შენი ცხოვრება არ წარიმართება ასე, დროა შეეგუო, არ იქნება ნიკა, არ იქნება გურამი, არ იქნება დემური, არა აქვს მნიშვნელობა დროა ამას შეეგუო, არ არის შენი ცხოვრება ამაზე დამოკიდებული…

ამბობდი რომ რაღაცა ორაზროვან რაღაცეებს აკეთებს ნიკა, ეს ყველაფერი გეჩვენებოდა და აძლევდი ისეთ ინტერპრეტაციებს, როგორც გინდოდა… გინდოდა რომ ასე ყოფილიყო…

ნიკას უბრალოდ უნდა კარგი კომპანია, კარგი თანამშრომლები, რომლებსაც მერე კარგად “აპახავებს”… მათ შორის შენ ხარ ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი და სხვა არავინ.

არ გაქვს ამის უფლება, შენ წინაშე, შენი მშობლების წინაშე და სხვა ადამიანების წინაშე… ის თუ არის ასეთი, შენ არ ხარ ასეთი…

დროა შეეგუო, რომ ხარ რიგითი თანამშრომელი და აღარ მისცე ის ელფერი, რასაც აძლევდი ხოლმე… აღარ იფიქრო ამაზე, გთხოვ… ნიკას აქვს სხვა მიზნები, შენ მისგან ძალიან განსხვავებული ხარ, ნუ იქცევი იმ ადამიანად, რომელიც მას უნდა რომ იყო, შენ ამას ინანებ, გავა დრო და ისეთ ადამიანად გადაიქცევი, ამ ურთიერთობის ჩამოყალიბების ხარჯზე დაკარგავ შენ თავს და შენ ეს არ გჭირდება, დამიჯერე.

ეს არავის სჭირდება, უნდა მოიქცე შესაბამისად, აღარ დაუშვა მსგავსი, აიყვანე თავი ხელში, ასე შენ თავს ავნებ…

შენ ხარ შენი თავის პატრონი და შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო. დიდი ნაბიჯები უნდა გადადგა. უნდა განვითარდე, ისწავლო, გახდე მნიშვნელოვანი, უნდა დაამტკიცო, რომ ეს შეგიძლია. სწავლა, სწავლა, სწავლა, დროა, თამუნა გაიზარდო.

ნუ ეჯიბრები სხვას… შენ უნდა შეეჯიბრო მხოლოდ შენ თავს, სხვა არავის. იცი, შენ ეს, ხომ იცი? და რატომ იმეორებ, იცი და გამოიყენე რა… ეს ნერვებს გინგრევს და ეს მერე აისახება შენ შვილებზე, შვილებზე, რომლებიც ჯერ არ დაბადებულა, რომლებიც ძალიან გიყვარს და რომ ცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ცხოვრობ… შენ ხომ მათთვის ყველაფერი გინდა? დამიჯერე, უფლის წყალობით, 2 წლის მერე, გეყოლება ლამაზი ოჯახი, გეყოლება მეუღლე და იქნები პაწუკას მოლოდინში, ხო?”

პირველი ნაწილი – ვის არის ქალი, ვისზეც ბაჩალიაშვილი ეჭვიანობდა? – “ცხოვრება ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერი”

მეორე ნაწილი – “ვიცი, როგორ უნდა მოვიკლა თავი, მაგრამ ვერ ვიკლავ თავს, ვერა…”

მესამე ნაწილი – “შენი სიცოცხლე, თუ ჩემი სიკვდილი?” – ბაჩალიაშვილის 3-პუნქტიანი გეგმა – “გეგმა არის სექტემბრამდე…”

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, დედას არ მოუთხოვია არსებული ვიდეოების ავთენტურობის დადგენა.

კითხვაზე, იყო თუ არა ტელეფონზე და იუთუბარხზე პოზიტიური ვიდეოები, გვითხრეს, რომ კი, იყო, თუმცა, ჩვენ ეს ნაწილი არ მოგვისმენია.

ვიდეოების ნახვის შემდეგ, მე, პირადად, ჟურნალისტი თამო კეშელავა დავრწმუნდი, რომ თამარს თავისი ოჯახი ძალიან უყვარდა, მეტიც, ის შვილებიც კი უყვარს, რომლებსაც მომავალში გააჩენდა, რომ დასცლოდა.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved