• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამუნას 3-პუნქტიანი გეგმა სექტემბრამდე – “საუკეთესო უნდა იყო”

ალია ავტორი - ალია
21:45 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დღეს გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს. ეს ვიდეო, ჩაწერილია საფრანგეთში სწავლების დასრულებისას, (მოგეხსენებათ, თამარი საფრანგეთში სწავლობდა რამდენიმე წლის წინ) და იგი აქაც თავის თავს ესაუბრება. მისი ვიდეოების მოსმენისას, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის ცდილობს იყოს თავისი თავის მოტივატორი, წარმატების ფსიქოლოგიას იყენებს, ეძებს მიზეზებს პრობლემების და უნდა მათი შეცვლა. იწყებს ნეგატიურად და ასრულებს გეგმის შედგენით. თამარი აქვე საუბრობს 2012 წლის შემთხვევაზე, როგორც საუბრიდან ვხვდებით, მას სწორედ მაშინ ქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, თუმცა, თავადვე გადაიფიქრა. ამბობს, რომ მაშინ გეგმა ჰქონდა გაწერილი წვრილად. იმ შემთხვევაში, თუ თამარი გეგმის მიხედვით მოქმედებდა ხოლმე, მას ახლაც, 2020 წელსაც ექნებოდა მსგავსი გეგმა, წესით და მანქანით უთავბოლოდ არ ივლიდა სოფლებში – თუმცა, იმედია, ამაზე უფრო ვრცლად ფსიქოლოგები, ფსიქიატრები ისაუბრებენ:

“ყველაზე ცუდი სემეტრი იყო, ამაზე ცუდი სემეტრი არ მქონია. პიროვნულად ვერ განვვითარდი. გეგმაში რომ მწერებოდა ეს ყველაფერი წერტილს დავსვამდი და ვიტყოდი, რომ კი, გეგმა შესრულდა, მაგრამ ჩემ თავთან უნდა იყო მართალი, ხო? მე ვერ მივიღე რასაც ველოდი და უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის.

ადრე ვტიროდი, ახლა ვეღარ ვტირი, ახლა ეტყობა გავიზარდე და ვხვდები რომ ტირილს აზრი არა აქვს, არც გეგმების დაწყობას აქვს აზრი, რისთვის მოვედი, ვინ ვარ, რისთვის მივდივარ?… ცხოვრება ძაან მიჭირს, მარადიულ სიკვდილში უნდა გავატარო, ასე ვიჭიდაოთ ბოლომდე, შენ, თუ მე? შენი სიცოცხლე, თუ ჩემი სიკვდილი?

ძალიან ბევრი ვიფიქრე, 2012 წლის გეგმის შედგენისას, თითოეული წამი დავგეგმე, სად, როგორ შეიძლებოდა, არაჩვეულებრივი გეგმა დავაწყვე და შეიძლებოდა გამეკეთებია, მაგრამ არა, ძაან სუსტი ვარ, ძალიან, ძალიან სუსტი ვარ.

რაც შეეხება სამსახურს, როგორც კი ჩახვალ, გაათმაგებულად იმუშევებ, განა იმიტომ რომ იმუშაო და აიღო ანაზღაურება, არავითარ შემთხვევაში – იმიტომ რომ ისწავლო. სამსახურში შენ არ ხარ ხელფასის გამო, არ უნდა იყო ხელფასის გამო. უნდა ისწავლო ის, რასაც გამოიყენებ, მოძებნე შენი საქმე, ჩადე სული, გული და ის უნდა გააკეთო. რაც არ უნდა მოხდეს, ისწავლე, შეიძინე, მერე დატოვე და წადი, მოძებნე სხვა.

გახსოვდეს, ყველაზე ცუდი არის საშუალო და სტაბილური შემოსავალი, ისე ჩალპები, აზრზეც ვერ მოხვალ და გვიან აღმოაჩენ რომ ჭაობში ხარ.

რაც შეეხება ახალ უნივერსიტეტს – არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ვერც ერთი საგანი ვერ ჩავაბარე, მოდი, აღიარე, რომ საგანი არ მაქვს ჩაბარებული – ძაან ბევრი უნდა იმუშაო.

მოდი, შეუთანხმდი თავს, ეს უნდა გააკეთო. რატომ მოგივიდა ეს? მეცადინეობდი? – მეცადინებდი, სწავლობდი? – სწავლობდი, ცდილობდი? ცდილობდი – შედეგი? – არაფერი. ვერაფერი გააკეთე. ძალიან მრცხვენია ჩემი თავის, რომ შემეძლოს ახლავე მოვისწრაფებდი სიცოცხლეს. ტკენას და რაღაცა ცუდს ვგრძნობ. ლამაზი არ ვარ, ნიჭიერი არ ვარ, არაფერი ვარ საერთოდ? და არც ვცდილობ რომ ვიყო???

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაკარგავ შანსს რომ წახვიდე პარიზში და იქნები სამარცხვინო… კარგავ დიპლომის აღების საშუალებას, ბოლოს ჩავალ დაბლა, დავიწყებ მეორე კურსიდან ყველაფერს, ვისწავლი და ასე 5 წლის მერე დავამთავრებ.

რაც შეეხება შენს ადამიანებთან ურთიერთობას, თავიდან იყავი ძალიან გახარებული, სწავლობდი ადამიანებთან უთიერთობას, პროგრესი გქონდა, მაგრამ ბოდიში, ფარსი აღმოჩნდა. ვერაფერიც ისწავლე, უნდა აღიარო, რომ პრობლემა არის შენში, დარწმუნებული ვარ სხვა ადამიანები არაფერ შუაში არიან. მეგობრები აუცილებელია, გარშემო ადამიანები აუცილებელია და არ შეგიძლია მათ გარეშე ცხოვრება და არსებობა, ხვდები? უნდა მოძებნო პრობლემა, შემდეგ გამოიძიო ამ პრობლემის მიზეზი და მოაგვარო ის მიზეზი, გასაგებია?

მოვიმატე და ახლა ჩემი სხეული მეზიზღება თავიდან ბოლომდე. არაფერი არ მივარგა, არაფერი მე არ მომწონს.

მარტოობა ნამდვილად ჩემი საქმეა, მაგრამ ამ მარტობას რისთვის ვიყენებ კაცმა არ იცის. წარმოდგენა არ მაქვს. ჩემ თავში ვიყავი ჩაკეტილი და შედეგი? – არ ჩანს, არ მეტყობა ეს შედეგი.

კარგი, მორჩი ახლა წუწუნს და დასახე გეგმა, გეგმა არის სექტემბრამდე:

  1. იკლებ წონაში, ისეთ ფორმაში უნდა ჩადგე, როგორშიც იყავი.

2. ადამიანებთან ხარ მეგობრული, მომღიმარი, გიხარია სიცოცხლე… არ ბრაზობ, არ გამოდიხარ წყობიდან და ცივი გონებით წყვეტ ყველაფერს, რასაც კი გააკეთებ, ყველაფერი ძალიან კარგი უნდა იყოს – გასაგებია, ხო?

3. ადამიანებს აღარ აძლევ შენთვის შეურაცხყოფის მოყენების უფლებას. ამის უფლებას აღარ მისცემ. არანაირი საყვედური და გაბრაზება, ცოტა შენც დაიჭირე მათთაბ თავი, გაიღიმე და გააგრძელე შენი გზა, იმდენი რამ გაქვს მოსასწრები და არავინ იცის ხვალ ცოცხალი გაიღვიძებ თუ არა, ამიტომ ეს დროს სხვასთან აგრესიაში და ჩხუბში არ დახარჯო

რასაც მივხვდი კიდევ, ჩემი აქ (საფრანგეთის) ყოფნის დროს, ერთ რაღაცაზე უნდა ვკონცენტრირდე მანამ სანამ არ მივიღებ შედეგს. როცა ისახავ მიზანს, ყველაფერი, სული და სხეული უნდა მიმართო და გააკეთო საუკეთესო. რასაც აკეთებ ეს უნდა იყოს საუკეთესო, გასაგებია? ერთდროულად ბევრს არ გააკეთებ, არ გამოგდის, არ მაინტერესებს, ერთი გააკეთე და საუკეთესო. შედეგს სანამ არ დაინახავ არ ჩერდები.

დაგავიწყდა პრინციპი, რომ საუკეთესო იყო…

სხვა გზა არ გაქვს, საუკეთესო უნდა იყო…”

თამარი ამ ვიდეოში მართლაც არის ცოტათი მომატებული წონაში. გამომდინარე იქედან რომ ვიდეო არ არის ახალი და ჩვენ ვიცით, რომ იგი კურსზე არ ჩარჩენილა, როგორც ჩანს, მან ჩააბარა ყველა გამოცდა.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved