• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისის ზღვის ჰოსპიტალს” არ გაეკაროთ” – რა შეემთხვა კლინიკაში სიცხიან პაციენტს?

ალია ავტორი - ალია
15:55 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამო მერლანი, წერს:

“4 დღის განმავლობაში მქონდა სიცხე . 37 – 38.5 . დავრეკე 112 ‘ ჩაიწერეს ჩემი ნომერი და ოჯახის ექიმმა დამირეკა. მომცა დანიშნულება მაგრამ არანაირი უკეთესობა არ მქონდა. სიცხე ისევ ისე იყო..

ოჯახის ექიმმა მირჩია სასწრაფო გამომეძახებინა, გამოვიძახე . დამირეკა ექიმმა და რომ მიხვდა არ მინდოდა გადაყვანა კლინიკაში მითხრა : მე თქვენს ადგილას არ ვიფიქრებდი და აუცილებლად წავიდოდი ამ სიმპტომებითო. შემეშინდა და წავედი. მოვითხოვე ბოჭორიშვილის კლინიკა მაგრამ არ ქონდათ ადგილი და მიმიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

შესვლისთანავე საგიჟეთში მოვხვდი, ქაოსი, ქაოსი , ქაოსი.. მთვრალი პაციენტი ყავდათ რომელსაც ძალიან ცუდად მოიხსენიებდა პერსონალი. განსაკუთრებით ერთი გოგონა უზრდელობდა მის მიმართ.(მოყავთ ის ნაბიჭვარი, გიჟი მოყავთ, მე მაგის ტყ) დასცინოდნენ ერთმანეთში იმ ტიპს. ნუ დააწვინეს და დააძინეს .. (10 წუთში კი გადმოვარდა ის საცოდავი საწოლიდან)

შესვლისთანავე ერთმა უკარგესმა გოგომ სცადა კათეტერის ჩადგმა მაგრამ ნუ ვერ გამოუვიდა და ძალიან, ძალიან მაქვს დალურჯებული, დაუძახეს დათოს, ძალიან მაგარ ბიჭს და დარწ. ვარ ასე თუ გააგრძელებს სულ მალე მის სიტყვას იტყვის ეს ბიჭი.. ძალიან კარგი თანამშრომელია და მადლობა მას.. უპრობლემოდ შევიდა ვენაში.

გადამიყვანეს პალატაში .. ვწევარ ^^ გავიდა 1, 2, 4 საათი და კაციშვილი არ მეკითხება რატომ ვარ და რა მინდა, გავედი ბოლოს ექთანთან ^^ ასე სახლშიც ვიწექი და აქ რაღატომ მომიყვანეთ ან ამ კათეტერის გამო რას მაწვალეთ თუ არაფერს მიკეთებთქო .. უიმე შვილო გადასხმა თუ გინდა ახლავე გაგიკეთებო, რა პრობლემაა გადასხმა თუ გინდაო – თუ გინდაო… მინდა რა თუ არ მჭირდებოდა რას დამალურჯეთთქო ? ესო ასეთი წესია აუცილებლად უნდა გაკეთდეს კათეტერიო, ნუ შემოვიდა და ირონიული ღიმილით დამიდგა გადასხმა… ძალიან რომ მინდოდა და ვითხოვდი

გათენდა..კოვიდზე ამიღეს ტესტი ..ბევრი მეკითხება და გეტყვით რომ სულაც არაა უსიამოვნო პროცესი.. ველოდები პასუხს რომელიც უნდა მოვიდეს საღამოს.. აქვე უნდა ითქვას რომ ამ კლინიკაში ერთად არიან : ნარკომანები, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. მაგალითად წინა ღამეს ერთმა გიჟმა ექთანს თითი მოტეხა და ნაკერები დაადეს იმ გოგოს ისეთ დღეში ჩააგდო. ვიღაც გიჟი დადიოდა და გაჰკიოდა დერეფანში.. ერთი პალატის გამოტოვებით იყო გოგო რომელიც ამბობდა რომ სამყარო უნდა შეეცვალა, რომ ის 666 არის და მას შეუძლია გაგანადგუროს.. ძალიან საშიში ვიზუალით იყო თან ეს გოგო, დადიოდა პირბადის გარეშე და კაციშვილი ვერ ეუბნებოდა ვერაფერს )) მე ძალიან მეშინოდა ამ გოგოსი, პალატის კარები არ იკეტებოდა და საწოლი მქონდა მიდგმული კარებზე

პასუხი არ მოვიდა არასდროს, ღამის 4 საათამდე ველოდებოდი.ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი იქედან მაგრამ მესამე დღემდე არ მოვიდა პასუხი. ექიმი თითქმის სამი დღის განმავლობაში იქ მყოფს არ მინახავს სამჯერ, კაციშვილს არ უთქვამს სისხლის ანალიზის, რენდგენის პასუხი.. აქვე პასუხში წერია რომ გადამიღეს კარდიოგრამა მაგრამ არავის არ გადაუღია

მე გამიმართლა იმაში რომ ჩემს დროს დაემთხვა საურთიერთობოდ უსაყვარლესი ექთანი მერი, რომ გამომწერეს მაგ დღეს შეიცვალა სმენა და ისეთი საშინელი პერსონალი მოვიდა.. ძალიან უხეშები და უზრდელები !!! პაციენტმა კითხვა დაუსვა როდის მოვა ანალიზის პასუხიო.ამ გოგომ უტაქტო პასუხი გასცა და იმ კაცმა ხმას აუწია მაგრამ ნორმის ფარგლებში და ეს ექთანი ეუბნება ,,ნუ მიპარჭყავ ხელებსო” ქუჩური ლექსიკონი ჰქონდა ..

ასევე ქალს რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი და არ იცოდა იმან ჯერ.გამოვიდა პალატიდან და იკითხა როდის მოვა პასუხი ანალიზისო. ამან დაუყვირა შედი პალატაში დროზეო. შენზე მეტად მე ველოდები აქედან წაგიყვანონო. ისეთი ზიზღით ჩაიბურტყუნა ! !

კლინიკას არ ქონდა საბნები, თეთრეული..რაც ქონდათ ის თეთრეულიც ნეტა არ ჰქონოდათ.

უნდა ავღნიშნო აუცილებლად რომ სანიტარი ნამდვილად აწესრიგებდა იატაკს , გაჰქონდა ნაგავი და სუფთა იყო საპირფარეშო

საკვები მოჰქონდათ მაგრამ არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი..

არ ქონდათ რამე რაც გაიწოვდა ამ სილურჯეს ჩემს ხელზე და გამინელებდა ოდნავ მაინც ტკივილს.. მე შევიძინე მალამო. გლოვომ მომიტანა

რჩევა, არ გაეკაროთ ამ კლინიკას ნებით, ჯანმრთელობას გისურვებთ.

პ.ს ფოტოზე საწოლი რომელიც კარებზე მაქვს მიდგმულიამდენი დღე გავიდა და დღესაც სუსტად ვარ, მტკივა ფილტვები, მახველებს უნდა მივიდე სხვა კლინიკაში და გავიგო რა მჭირს”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved