• რეკლამა
  • კონტაქტი
10:13, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმი ვახტანგ ყიფიანი ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია” – ლევან კობერიძე

ალია ავტორი - ალია
15:22 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“დღეს  ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია“- „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმრებას ეხმაურება. 

კობერიძის თქმით, მინისტრი უნდა რეაგირებდეს და იყოს კეთილსინდისიერი პროფესიონალი ექიმის დამცველი, რაც არ ჩანს. 

„ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არის ჯანდაცვის სექტორის, ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება! ვაყენებ მინისტრის პირად პასუხისმგებლობას! ბატონი ვახტანგი ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი ექიმია, რომელიც იმყოფება სისხლის სამართლის პატიმრობაში და ეს პატიმრობა არის უკანონო. შესაბამის სტრუქტურებთან როგორც მისმა ოჯახის წევრებმა, ასევე ჩვენც ვცადეთ დიალოგი, თუმცა უშედეგოდ. ვახტან ყიფიანი სრულიად უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რადგან პროფესიულ საბჭოს არ განუხილავს ეს საკითხი. მინისტრმაც აღიარა ინტერვიუში, რომ მათ შორის საკანონმდებლო პრობლემებიც შეინიშნება და საჭიროა ამ ხარვეზების გამოსწორება. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი რჩება პატიმრობაში. ვიცით ბატონი ვახტანგის კეთილსინდისიერება, ამიტომ ეს ყველაფერი მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ის არის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი, ასე ვახასიათებ, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე მწვავე რეაგირება მინისტრისგან უნდა მოდიოდეს და მინისტრი უნდა იყოს ამ პროფესიონალი, წესიერი ექიმის დამცველი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ექიმ ყიფიანის საქმეში არანაირი თაღლითობის ნიშნები არ არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჯანდაცვის სექტორის ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება,“- აცხადებს კობერიძე.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved