• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს მედიასივრცეში ამ ფაქტების გამოქვეყნებას უნდა დაედოს ტაბუ”

ალია ავტორი - ალია
17:22 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში წერს:

„გერმანია რომ ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, ამას ფაქტებიც ადასტურებს და ეჭვიც არავის ეპარება. მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის შეფასებით გერმანია მსოფლიოს ქვეყნების პირველ, საუკეთესო ათეულშია. დანაშაული გერმანიაშიც ხდება, მძიმეც და უმძიმესიც. მაგრამ გერმანიის ტელევიზიით თქვენ ვერასოდეს ნახავთ დანაშაულის ისეთ დეტალურ, დამთრგუნველ და შეუბრალებელ განხილვებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ჩვენთან ასე იმიტომ ხდება (გვეტყვიან ჟურნალისტები,) რომ ნდობაა დაკარგული ძალოვანი უწყებების, პროკურატურის, ხელისუფლების და ა.შ. ამიტომაც, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და ისინი ვაიძულოთო.

სამწუხაროდ, არის ამ პასუხში სიმართლე და შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმოთ. მაგრამ, ისევ გერმანიის სხვა მაგალითს მოგიყვანთ: 20 წლის განმავლობაში (დამეთანხმებიან აქ მცხოვრებნი) მე არ მინახავს არც გერმანიის ტელევიზიით და არც სხვა მედია საშუალებებით ერთი სუიციდის ფაქტის საჯარო განხილვაც კი. არა იმიტომ, რომ გერმანიაში არ ხდება სუიციდი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი მოსახლეობის ფსიქიკას და სულიერ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან, განსაკუთრებით მოზარდებს და ცხოვრებისეული სტრესის ქვეშ მყოფ სხვა ადამიანებს.

რატომ არ გვესმის ეს საქართველოში? რატომ ვართ ასეთი შეუბრალებლები საკუთარი თავის და ხალხის მიმართ? საქართველოს მედიასივრცეში სუიციდის ფაქტების გამოქვეყნებას და მათ საჯარო განხილვას უნდა დაედოს აბსოლუტური ტაბუ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია და უკიდურესად საშიშია მოსახლეობისთვის. ამ მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, საჯარო განხილვების გარეშე, ყველა მოწინავე ქვეყნის პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით, აქტიურად, მაგრამ ჩუმად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved