• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებს აზიანებს “ენმ”-თან დაპირისპირებით”

ალია ავტორი - ალია
15:56 09-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ევროპული საქართველოს“  განცხადებები მხოლოდ მათ ინტერესებს აზიანებს და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები დარწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნებასთან“ რეალურად მებრძოლი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი “2020NEWS”-თან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ მისი პარტია არ ითანამშრომლებს არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ძალიან სამწუხაროა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია.  ეს აზიანებს პირველ რიგში მათ ინტერესებს იმიტომ, რომ  მოგეხსენებათ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მათი მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის, სადაც ერთიანი კანდიდატებია წარდგენილი.

ეს განცხადებები ნიშნავს, რომ ისინი აზიანებენ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების შანსებს.

მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო დაარწმუნებს ჩვენ ოპოზიციური განწყობის მომხრეებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი და რეალური ალტერნატიული პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“ და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები, ასევე პირადად მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი გაერთიანება.

დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი განცხადებების ფონზე ჩვენი პარტიის მხარდაჭერა გაიზრდება  და ამ არჩევნებზე შედეგი კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნება. „ევროპულ საქართველო“ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს აზიანებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის დაკვეთა არის ერთიანობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ , – განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,  „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“  უკვე პარლამენტში გარკვეულ საკითხებზე შეთახმებას, როდესაც წინასაარჩევნო პროცესში სერიოზული უთანხმოება აქვთ, სამადაშვილი აცხადებს, რომ ამაზე წინასწარ საუბარი არ სურს.

„დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და არჩევნების შედეგები განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომელიც იქნება ქვეყანაში. წინასწარ ამაზე საუბარი არ მსურს.

ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი და გასაგები ხალხისთვის. ჩვენ ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ჩვენ პარტნიორად განვიხილავთ ყველას, ვისაც იგივე ამოცანა ამოძრავებს, სხვა პარტიების პოზიცია მათი არჩევანია და ცხადია, ამაზე ზეგავლენას ვერ მოვახდენთ“

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved