სენაკში, სოფელ თეკლათში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო 150-მდე პირი თვითიზოლაციაშია.
რეგიონში ინფექცია 2 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, შესაბამისად, სხვა პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც მათთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, ასევე სავალდებულო იზოლაციაში იმყოფებიან.
რაც შეეხება გურიას, აქ დღეს ტესტირების 60-ზე მეტ პასუხს ელოდებიან. რეგიონში სულ COVID-19-ის 58 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 ლაითურის პირველი შემთხვევის კონტაქტებია, ერთი სოფელ სუფსას უკავშირდება, ერთი კი ჩოხატაურს.
კომენტარები