• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლავროვის განცხადება პირდაპირ მხარდაჭერად შეიძლება აღვიქვათ „ქართული ოცნების“ და საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი პარტიების – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
15:01 09-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი სერგეი ლავროვის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე საუბრობს. როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქართველოს შიდა პროცესებში ჩაერევა.

„ცნობილია, რომ რუსეთი შეეცდება  საარჩევნო პერიოდში ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩიც.

აღნიშნული განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ბატონი ლავროვი სიცოცხლეზე მუქარით ცდილობს საქართველოში დაანახოს მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უალტერნატიობა. ამასთან მისი განცხადება აგვისტოს ომზე,  ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩვენი ჯარის მომზადებასა და ამ ომის დაწყების საქართველოზე გადაბრალება სამწუხაროდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ ნარატივს.

მეტიც, როდესაც მცოცავი ოკუპაციის ფონზე „ოცნება“ აცხადებს, რომ ის არის ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ომი არ ჰქონია რუსეთთან, არ დაუკარგავს ტერიტორიები და ის არის გარანტია სტაბილურობის და მშვიდობის, სწორედაც აძლიერებს ამ განწყობებს.

ის, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია 2008 წელს და დღესაც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციას აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილია მათ მიერ და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრინციპის პატივისცემით, ქვეყნის სრული დეოკუპაციით და რუსული საოკუპაციო ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანით“, – თეონა აქუბარდია

თეგები: თეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved