• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა – გიგლა მიქაუტაძე

ალია ავტორი - ალია
14:31 09-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38


მთავრობის კანცელარიასთან “ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა მხარდასაჭერად ბრიფინგი გამართა.

 
მიქაუტაძემ ბრიფინგის მსვლელობისას ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა პრობლემებისა და ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ისაუბრა. მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის სააგენტოს მოუწოდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების მიმართ აღებული დანაპირები შეასრულონ.


“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მთავრობის მიერ მოტყუებული ტურისტული სააგენტოები, შესაძლოა გაკოტრდნენ, ხელისუფლება კი მათ დასახმარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

 
“ფრენების აკრძალვის პარალელურად, მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა, რასაც ამ კომპანიების გაკოტრება შეიძლება მოყვეს. პანდემიის პირობებში ტურისტული სააგენტოები აღმოჩნდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. განულებული შემოსავლების მიუხედავად, მათ ისევ უწევთ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიმართ წარდგენილი საბანკო გარანტიების მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. მაისში მათ მთავრობა საბანკო გარანტიის საზღაურის დაფინანსებას დაპირდა და ვადად 15 ივლისი დაასახელა, რაც დასტურდება მარიამ ქვრივიშვილის 9 ივლისის ოფიციალური წერილით. თუმცა ამ კომპანიებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი დახმარება და აღმოჩნდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში,”-განაცხადა მიქაუტაძემ. 


მისივე თმით, საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ევროპაში, რომელმაც არ გახსნა ცა და დღემდე აკრძალული აქვს ფრენები მწვანე ქვეყნებთანაც კი. სწორედ ამის გამო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის სააგენტოს. მიმართვას, რომ შეასრულონ დანაპირები. 

“მოვუწოდებ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს შეასრულონ მათ მიერ გაცემული დაპირება და ნუ მიიყვანენ ტურისტულ სააგენტოებს გაკოტრების წინაშე. ასევე აუცილებელია, ეტაპობრივად გაიხსნას საქართველოს საჰაერო სივრცე იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიის დონე დაბალ ნიშნულზეა. ევროკავშირში დიდი ხანია დაშვებულია შიდა ფრენები და ამის მიუხედავად, ეპიდ-სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,”-განაცხადა მიქაუტაძემ.

თეგები: გიგლა მიქაუტაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved