• რეკლამა
  • კონტაქტი
21:13, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის რეკომენდაციები მთავრობას

ალია ავტორი - ალია
21:02 09-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32


ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის მართვას „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე და პარტიის ერთ-ერთი  ლიდერი ვატო სურგულაძე გამოეხმაურნენ და საზოგადოებას ჯანდაცვის ის რეკომენდაციები წარუდგინეს, რისი საშუალებითაც პანდემიის დროს ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს. ბრიფინგის დროს პარტიის ლიდერებმა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს ვირუსის მართვის პროცესის გამო და „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის მიერ შემუშავებული კონკრეტული 15 რეკომენდაცია წარადგინეს. 

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისულება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემოლოგიურ ფონს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის იყენებს. 
“პოლიტიკურ ინტერესაა დაქვემდებარებული სრულიად ჯანდაცვის სისტემა და მათი გადაწყეტილებები ამ მიმართულებას ექვემდებარება, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად აისახება ეპიდამიის არასწორ მართვაზე. ეპიდემიის გამწვავებას კი ხელისუფლება ხალხს აბრალებს და თავის პასუხისმგებლობას განიხილავს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც მართვის ფაზაზე არასდროს არ გადასულა. მათ უნდა ესწავლებინათ მოსახლეობისთვის ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და არა შეკეტვა, რადგან კიდევ ერთ სახლში ჩაკეტვას საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გადაიტანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დათესოსპანიკა და შიში, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ, რადგან გვიახლოვდება არჩევნები და ფიქრობენ, რომ ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, რაც მხოლოდ მათი პოლიტიკის ნაწილია,”-აცხადებს ლევან კობერიძე. 
“ლელოს” მაჟორიტარი კანდიდატი „ლელო საქართველოსთვის“ ჯანდაცვის ჯგუფის 15 პუნქტიან რეკომენდაციას ასაჯაროვებს, რომლითაც მთავრობას კოვიდ19-ის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ეფექტური ბრძოლისთვის გამოადგება: 
1.    რეკომენდაციების, პროტოკოლების და გაიდლაინების უპირობო დაცვა ყველასათვის, გამონაკლისების გარეშე. მათი შესრულების მუდმივი მხარდაჭერა, კონტროლის უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

2.    საბავშვო ბაღების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების კოვიდ19 ვირუსის ეპიდემიის დროს მართვის მზადყოფნის და მათი  ფუნქციონირების მუდმივი კონტროლი.

3.    საშუალო სკოლების, საბავშვო ბაღების, ყველა მასწავლებლების, აღმზრდელების, ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილებების თანამშრომლების  სწავლის დაწყებამდე  კოვიდ-19 ვირუსზე ტესტირების ჩატარება.

4.    საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული კონტროლიორების და მძღოლების დატრეინინგება, მათ მიერ მონიტორინგის ფუნქციის აღება და პასუხისმგებლობის დაკისრება.

5.    პირველადი ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა პირადი დაცვის საშუალებებით, ოჯახის ექიმების (ქალაქებში, სოფლად)  და ექთნების მზაობის ხარისხის დადგენა და მათი გადამზადება კოვიდ19 ინფექციის მართვის საკითხებში.

6.    თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ყოველდღიური კონტროლი და მხარდაჭერა.

7.    სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ 19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სრულყოფილი და გამჭირვალე საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება.

8.    საავადმყოფოების მზაობის და ფუნქციონირების მუდმივი მხარდამჭერი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. 

9.    სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – წვრთნა და აღჭურვა. ცხელების ცენტრებისა და  პროფილური კლინიკების სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური შემოწმება/ტესტირება (სამუშაოს დაწყებამდე) PCR დაჩქარებული ტესტებით.

10.    ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუშაობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

11.    დაავადებათა კონტროლის რეგიონალური ცენტრების გაძლიერება- ადამიანური რესურსები, ტექნიკური აღჭურვილობა და გადამზადება.


12.    საარჩევნო უბნების რეგულაციების დროული შემუშავება, თანამშრომლების გაზრდა. იზოლაციაში და სტაციონარში მყოფ ადამიანებზე ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია.

13.    კარანტინში და კოვიდ19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულთა სამკურნალოდ მყოფი პაციენტების სასტუმროების პერსონალის ტრენინგი და მუდმივი კონტროლი.

14.    მოსახლეობასთან ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება მიმდინარე და მოსალოდნელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციული და გადაუდებელი ღონისძიებებისა შესახებ.  კონკრეტულ სოციალურ გარემოსა და სიტუაციებში ქცევების წესების ნორმირება

15.    წინსაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში მკაფიო გაიდლაინებისა და რეკომენდაციის შემუშავება მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიებისათვის  და საარჩევნო პროცესის მიმართ პანიკისა და შიშის პრევენციის მიზნით.


“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, “ლელოს” 15 რეკომედაცია არ არის ახალი, თუმცა ეს რეკომენდაციები გაწერილია იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე და მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში იყოს დაცული

.

თეგები: ვატო სურგულაძელევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved