• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაჩალიკაშვილის ოჯახი „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფინანსდება და მის მითითებას ასრულებს” – სოსო გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:56 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია. მათივე განმარტებით, ასევე დადასტურდა, რომ სპეცრაზმის თანამშრომელი, რომელმაც მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა განახორციელა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

მაჩალიკაშვილის გარდაცვალების მიზეზის გასარკვევად, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სუს–ს 32–ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.

პროკურატურის გადაწყვეტილებას არ იზიარებს მალხაზ მაჩალიკაშვილი და აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არც კი ყოფილა.

„გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და დასასრული. ამ ყველაფერს იურისტები გასცემენ პასუხს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ ხართ ტყუილების ქსელში გაჩენილი და გაზრდილები, უღირსო ნაძირლებო. მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამ ხნის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სუს–ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მოკლა, რომელიც ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას. მაჩალიკაშვილს გარდაცვალებასთან კავშირს არ ადასტურებდა თავად გოგაშვილი, რომელიც მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც გოგაშვილმა for.ge–სთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება სრულყოფილად მიმდინარეობდა.

სოსო გოგაშვილი:

„თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ის ეხმარებოდა ახმედ ჩატაევს, ეხმარებოდა ორგანიზაციას იმ გეგმებში, რომლის განხორციელებაც საქართველოში, კონკრეტულად, თბილისში უნდოდათ. პირველი ზარი, რომელიც ჩატაევმა განახორციელა, ის ტელეფონი იყო, რომელიც მაჩალიკაშვილს ეჭირა.

დაჭრილი მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო იყო. მონაწილეობდა ყველა პროცესში, რასაც გეგმავდა ჩატაევი. თანაუგრძნობდა მას, იდეოლოგიურადაც. ის არ იყო მხოლოდ დაქირავებული, რომელსაც, დავუშვათ ხელფასს უხდიდნენ. იდეოლოგიურადაც უჭერდა მხარს, გავრცელდა ეს მტკიცებულება და კიდევ გავრცელდება სხვა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს მის მიდრეკილებას შაჰიდობისკენაც. რა თქმა უნდა, ის რაც პროკურატურისგან გავიგეთ, ჩემთვის არ იყო ახალი, იმიტომ, რომ სიმართლე ერთია და ასეც უნდა ყოფილიყო.

შეგიძლიათ ნახოთ ვახა ტერლოევის ფეისბუქპოსტები, რომელსაც აქვეყნებს – ერთი ნაწილი არის აბდა–უბდა, აზრს ვერ გამოიტან, ვერ მიხვდები რა დაწერა და არის მეორე ნაწილი, ძალიან გამართული იურიდული ტექსტებით, რომელსაც კონკრეტული ადამიანები უწერენ. ჩემზე ხან ამბობდა, თითქოს  ვიყავი ღამე, მერე ვიყავი დილას, მერე მივედი და დავემუქრე. მისი მეუღლე ჯერ ამბობდა, რომ არ ვყოფილვარ და ვერ დავადებ ხელსო, მაგრამ შემდეგ უთხრეს, რომ რასაც გეუბნებით ის თქვითო და აკეთებენ იმას, რასაც დამფინანსებლები ეუბნებიან. ვისგან იღებენ ფულს, ვის მესიჯბოქსებსაც იმეორებენ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამას მე ძალიან მარტივად დავამტკიცებ.

ვაპირებ რეაბლიტაციას, რადგან სხვა გზა არ არსებობს, მართალი ადამიანი უნდა გამართლდეს. ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ სიმართლე გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რა მასალებიც მაქვს, მათ ისედაც აქვთ, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ და ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას ტერორისტებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ჩართულობას ამ პროცესში, „ისლამური სახელმწიფოს“ გამოყენებას, დაფინანსებას, წახალისებას და წაქეზებას, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება იქნება ძალიან საინტერესო და მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ აშშ–ის ინფორმირებას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო გოგაშვილმა.

თეგები: მაჩალიკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved