• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცდილობენ თავისუფალი მედიის დაფინანსების წყაროების ჩაჭრას” – დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:25 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი 8 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს ყურით მოთრეულს უწოდებს.

„გუშინ, 8 სექტემბერს სახელისუფლებო პროპაგანდის ფლაგმანმა, ტელეკომპანია იმედმა ჩვეულ სტილში ტალახის სროლისა და ბინძური თავდასხმების მორიგი კასკადი შემოგვთავაზა ჩემ მიმართ. ქართული ოცნების რუპორმა საგანგებო ეთერი მიუძღვნა ყველა იმ ყურით მოთრეულ ბრალდების თავიდან წამოწევას, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურა არაერთმა სასამართლო პროცესმა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ისრაელში.

ნათლად ვაცნობიერებ, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიბინძურე ჩემი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რომელიც კავშირშია ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებსა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან”. – წერს დავით კეზერაშვილი.

„ყველანაირად ცდილობენ თავისუფალი მედიის დაფინანსების წყაროების ჩაჭრას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვვითარდებით და არ ვაპირებთ რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად, სატელევიზიო სივრცე ჩვენი მოქალაქეების ზომბირების იარაღად დავუტოვოთ ხელისუფლებას.

იმედისა და სხვა პროპაგანდისტული სიბინძურის მანქანების საპირწონედ არსებობენ და იარსებებენ თავისუფალი მედიასაშუალებები. რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის 31 ოქტომბერი, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებების დღე, მით უფრო მეტი სიბინძურე გადმოიღვრება იმედის და სხვა სახელისუფლებო რუპორების ეთერებში.

ამის გამო ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით, ვერავინ შეგვაშინებს და თავისუფალი მედიის სარედაქციო პოლოტიკას ვერავინ გაგვაკონტროლებს. მჯერა, რომ საზოაგადოების ინტერესშია თავისუფალი სიტყვა და შესაბამისად ვრჩებით საზოგადეობის და არა მთავრობის ინტერესის სადარაჯოზე”. – წერს დავით კეზერაშვილი.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე საქმეზე წარუდგინა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ უკანონო ჩამორთმევა-გასხვისების საქმეზე.

სასამართლომ კეზერაშვილი არაერთ საქმეში უდანაშაულოდ სცნო.

2017 წელს დავით კეზერაშვილს საჯაროდ მძიმე ბრალდებები წაუყენა „ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

„დღეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს ყველაფერი?!… ენმ არის განახლებული პარტია და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“,-  განაცხადა „ნიკა მელიამ TV “პირველის“ ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved