• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლების დაშინებითა და ზეწოლით დაიწყო არცერთი ამომრჩევლის დაშინება ოცნებას არ გაუვა – ლევან სამუშია

ალია ავტორი - ალია
14:16 09-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე რაიონის ორგანიზაციის წევრზე, მანანა სულთანიშვილზე ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირდაპირი ზეწოლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან იყო. 

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია და შანტაჟისა და დაშინების მსხვერპლი მანანა სულთანიშვილი მათ ვინაობას ასაჯაროვებენ, ვინც „ლელოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის წევრზე ზეწოლა მოახდინა. 
მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძე და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირის, მაკა სამნიაშვილის და ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან განხორციელდა მასზე ზეწოლა.

ლევან სამუშიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია მოსახლეობის დაშინებით. 
„მე მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს  მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, „ლელო“ იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა  და არავის არ მივცემთ ამ ადამიანების დაშინების უფლებას.  ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვითომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებასა და გამკაცრებას ითხოვენ კანონის სახით, არის ტყუილი. არცერთი ამომრჩევლის დაშინება არ გაუვათ, ბოლომდე მივყვებით თითოეული დაშინებული მოქალაქის საქმეს,“-განაცხადა ლევან სამუშიამ. 
პარტია “ლელო საქართველოსთვის” და მისი ლიდერი მოითხოვენ, დაუყონებლივ მოხდეს სამართლებრივი რეაგირება კონკრეტულ შემთხვევაზე.

„ლელოს” წევრისა და მხარდამჭერის, მანანა სულთანიშვილის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოს „ლელოს“ მხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.

თეგები: ლევან სამუშიალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved