ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისის“ 900-მდე სტუმარს შენობის დატოვება დროებით აეკრძალა.
მიზეზი ერთ-ერთი სტუმარი გახდა, რომელიც ტემპერატურის დაფიქსირების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება.
სასტუმროს ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმრო ეპიდემიოლოგების რჩევით, დროებით არც ახალ დამსვენებლებს იღებს და შეზღუდვის მოხსნა სავარაუდო ინფიცრებულის კორონავირუსზე განმეორებითი კვლევის პასუხზეა დამოკიდებული.
ნიუპოსტი
კომენტარები