• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიცია იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნველყოფა სათანადო ხელფასის სახით” – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
14:16 09-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„სტარტეგია აღამაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას პოლიციის სისტემაში არსებულ მენეჯმენტურ ხარვეზებს უკავშირებს და პოლიციელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბურობს:

„პოლიციელები არიან დამსახურებული მოქალაქეები, რომლებიც იცავენ ჩვენს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნველყოფა სათანადო ხელფასის სახით. თუმცა სისტემაში არსებობს საკმაოდ ბევრი სხვა ხარვეზი, რომლის სათავეც მენეჯმენტშია. პოლიციის სისტემის რეფორმა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობამ შეიმუშავა და რომელშიც ჩართულები იყვნენ ამ სფეროს ექსპერტები, მიმაჩნია დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობას დაარეგულირებს, პოლიცია აღარ იქნება პილიტიზირებული და ის იზრუნებს ჩვენ უსაფრთხოებაზე,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ და გეგმის განხორციელების შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელოვან კომპონენტებს შეეხო.

“ცნობილია, რომ ამ სისტემის ერთ ერთი პრობლემური ნაწილი და უკვე აქილევსის ქუსლად წოდებული – გამოძიებაა, რის გამოც დანაშაულის გახსნა არ ხდება და მრავალი დამნაშავე ჯერ კიდევ, დაუსჯელი დადის ქუჩაში. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ კრიმინალური საქმეები ამისთვის მნიშვნელოვანია მოდერნიზირებული ლაბორატორიები საგამოძიებო სამსახურისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გამოძიებაში.  ხშირად უსმენთ ალბათ საჯარო განხილვებს გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, დისკუსია და რეალურ პრობლემეაზე არავინ საუბრობს. სად ვიჭედებით? დღეს ფატობრივად არ ხდება ტექნოლოგიების გამოყენება, არ გაგვაჩნია მოდერნიზებული ლაბორატორიები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი,“ – აღნიშნავს აქუბარდია.

„სტარტეგია აღამაშენებლის“ სპიკერისთვის ცოტა გაუგებარია, როცა საუბრობენ და მანიპულირებენ სტატისტიკასთან დაკავშირებით:

“სტატისტიკა, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს და რომელიც საკმაოდ, კატასტროფულია, მის ოფიციალურობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვის ქვეშ აყენებს და საპირისპიროს აქვეყნებს, თითქოს 2017 წლიდან გაუმჯობესდა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის შეფასების სტატისტიკა. ჩვენ ახალი მიდგომებით ევროპული სტადარტებით მოვახდენთ დანაშაულის აღრიცხვას, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ეს სტატისტიკა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში”

რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად თეონა აქუბარდია მოქალაქეების მოსმენებს ასახელებს, რაც დაუშვებელია.

„აქ არ არის საუბარი კრიმინალის მოსმენებზე, აქ არის საუბარი მშვიდობიანი მოქალაქეების მოსმენაზე. საქართველოში ტელეფონზე მოსმენა ხდება  არამართლზომიერად და ამის გამოძიება და დამტკიცება ძალიან რთულია. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეების არამართლზომიერი მოსმენები უნდა შეჩერდეს და ეს არის ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პოლიციელი, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს მათ აუცილებელია ჰქონდეთ მაღალი კომპეტენცია და ეს კომპეტენცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი უმაღლესი განათლების მიღების  შესაძლებლობა, ნემისმიერ დასავლურ ქვეყანაში განათლება არის უწყვეტი პროცესი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს უწყვეტი განათლება მივცეთ პოლიციელებს, მუდმივი ტრენინგების, შესაბამისი კურსების სახით. განათლებული პოლიციელი გარანტიაა იმისა, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული კანონის ფარგლებში, მაღალ კომპეტენტურ დონეზე. დღეს მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის ნდობა საზოგადოებაში მაღალია საკმაოდ დაბალია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომაც, ეს არი სისტემური და პოლიტიკური პრობლემა, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ნდობა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების  და ხდებოდეს მოქალაქეების მხრიდან გაკონტროლება და სამსახურის ზედამხედველობა, ჩვენ გთავაზობთ საზოგადოების მაღალ ჩართულობის კომპონენტის შემოტანას საპოლიციო სამსახურში. თითოეულმა ადამიანმა იცოდეს რა ხდება ამ  გამოძიების მიმართულებით და თქვენი ხმა და თქვენი მოსაზრება იყოს გათვალისწინებული,” – განაცხადა აქუბარდიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved