• რეკლამა
  • კონტაქტი
13:43, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგის ჩანთაზე 5 დნმ-ის კვალია – თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან”

ალია ავტორი - ალია
16:58 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობა – გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად ხუთი პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 2 ცნობილია და გიორგი შაქარაშვილს, ჩანთის მფლობელს ეკუთვნის, მესამე კი სავარაუდოდ ნათესავის დნმ-ია.

,,დასკვნა მოვიდა ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. ექსპერტიზის შედეგად, უშუალოდ ჩანთაზე, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი შაქარაშვილს და აღმოჩენილია მდინარე არაგვის ნაპირზე, ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, საუბარია ე.წ საბურთალოელებზე. თუმცა მათი დნმ პროფილი არ ამოსულა ჩანთაზე, ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ, რომელსაც ეკუთვნოდა ჩანთა. დასკვნაში მითითებულია, რომ ერთ-ერთი პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს გიორგი შაქარაშვილის ნათესავს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევა”, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ვინმეს დნმ ჩანთაზე არ ამოვიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნებები შემხებლობაში არ არიან შაქარაშვილთან.

,,კვლევა ასევე მიმდინარეობს ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახით შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან. ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილია ასზე მეტი დნმ პროფილი და ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ახსნის რა შემთხვევაში რჩება დნმ-ის პროფილი ან რა შემთხვევაში იშლება ჩანთიდან ან რაიმე ნივთიდან. რაც შეეხება მაშველებს ან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება შესაძლოა ჰქონოდათ შაქარაშვილთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა”, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა

პროკურორი მართალია, არის შემთხვევები, როცა დნმ-ის კვალი არ რჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში დარჩენილია დნმ-ის კვალი და აქედან 2 ჯერ კიდევ არ ვიცით, ერთი კი, რომელიც სავარაუდოდ ნათესავს ეკუთვნის, 2,5 თვის მერეც კი დაუდგენელია ზუსტად ნათესავს ეკუთვნის, თუ არა.

მტკიცებულების არქონა გასაგებია, მტკიცებულებების არქონა, ამ შემთხვევაში დნმ-ის კვალის არქონა, არ იქნება გადამწყვეტი, თუ სხვა მტკიცებულებებიც ექნება პროკურატურას. მტკიცებულებების არქონა მარტო ერთ რამეს ნიშნავს, რომ უნდა მიტრიალდე და სხვა გზით ეძებო მტიცებულებები, თორემ, მტკიცებულებების გარეშე მოგებული პროცესი – ნორმალური ქვეყანაში, გაუგებარია!

და ბოლოს, ბატონო პროკურორო, თუ ჩანთაზე ვერ ნახავთ დნმ-ს, თუ გიორგის ტანსაცმელზე, ფრჩხილების ქვეშ, ბრალდებულთა ტანსაცმელე, მანქანაში, ფრჩხილების ქვეშ ვერაფერს ნახავთ და თუ არც ერთი მტკიცებულება გექნებათ, კი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ვიღაცამ გააყალბა, ან ეს პირები არ იყვნენ შემხებლობაში გიორგისთან და ამ საქმეს ორი ირიბი მოწმის ჩვენებით ვერ მოიგებთ.

ალია

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved