• რეკლამა
  • კონტაქტი
05:44, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად – მახსოვს, როგორ მომიკიდა ცეცხლი” – გოგონა, რომელსაც ბიჭმა ბენზინი გადაასხა და დაწვა

ალია ავტორი - ალია
15:42 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

29 ივნისს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 24 წლის ვიზაჟისტის, სევა შამოიანის დაწვა სცადა. გოგონა საავადმყოფოდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაწერეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს ბაკურიანში გადის.

“პრაიმტაიმი” სევას დაუკავშირდა, ახალგაზრდა გოგონამ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინციდენტის ღამის და ე.წ. შეყვარებულის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

– სევა, პირველ რიგში გვიამბეთ, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ბოლომდე არ ვარ კარგად, ყველაზე მთავარი ეტაპი – რეაბილიტაცია დაიწყო. ჯერ ვერ დავდივარ, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ სხვების დახმარებით. გუშინ ვიმგზავრე და ტკივილები მაქვს, ვწევარ.

ვაგრძელებ შეხვევებს, უბრალოდ კლინიკაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ექთანს ბაკურიანში ჩამოვიყვანთ.

დაახლოებით ორი თვე ვიყავი კლინიკაში, ერთი თვე რეანიმაციაში გავატარე, შემდეგ პალატაში გადამიყვანეს. ხელწერილით გამოვედი საავადმყოფოდან 17 ათასი ლარი დამრჩა გადასახდელი.

– რა ურთიერთობა გქონდათ ბიჭთან, რომელმაც ბენზინი გადაგასხათ?

– ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული არ იყო. საერთოდ გაწყვეტილი მქონდა მასთან  ურთიერთობა. ამ შემთხვევამდე, ათი დღით ადრე გამოჩნდა, ჯერ მომიკითხა, ადამიანურად ვუპასუხე, შეხვედრა მთხოვა, ვუთხარი, არ მცალია, ზღვაზე მივდივარ გოგოებთან ერთად-მეთქი, ეს არ მოეწონა და აქედან დაიწყო ყველაფერი.

შეყვარებულები არასდროს ვყოფილვართ, რაღაც ურთიერთობა გვქონდა, სანამ გავიგებდი როგორი ადამიანია.

– რა მოხდა იმ ღამეს, როცა ბენზინი გადაგასხათ გახსოვთ?

– ჩემი და იყო სახლში. ამ ბიჭმა მომიკაკუნა და გარეთ გავედი. ჩემმა დამ მითხრა: ერთ საათში თუ არ მოხვალ დედას დავურეკავო.

მომატყუა მანქანაში ბენზინი გამითავდა ვიყიდოთო და ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად.

წერეთელზე ჩავედით, ხუთლიტრიანი „ბალონით“ იყიდა ბენზინი და ჭიშკართან როცა მოვედით გადამასხა.

სანამ ბენზინს გადამასხამდა, ჯერ დამარტყა, ვუთხარი არაკაცი ხარ, როგორ იქცევი-მეთქი და როგორც კი შევედი ეზოში ცეცხლი მომიკიდა. ყველაფერი მახსოვს.

ჩემმა დამ სასწრაფოდ შემიყვანა სახლში, მეგონა ავფეთქდებოდით, თურმე მეზობლები გამოვარდნენ და დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა.

ვკიოდით, განყოფილებასთან ვცხოვრობთ, კივილი გაიგონა პოლიციამ და სასწრაფოდ მოვიდა ჩვენთან.

– რას საქმიანობდა ეს ბიჭი, რომელმაც თქვენი დაწვა სცადა?

– ეს ბიჭი, ჩემთვის მკვლელია, არაფერს წარმოადგენდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ადამიანს ადამიანის ასე გამეტება შეუძლია, რომ მეუბნებოდა დაგწვავო არ მჯეროდა.

პრაიმტაიმი

სევას დასახმარებლად შექმნილია ანგარიშის ნომერი.

საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365869289
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

თიბისი ბანკი:
GE79TB7825736010100017
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

ლიბერთი ბანკი:
GE13LB0711116423039000GEL
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved