• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგიყვეთ კორონასა და “გერმანულ ჰოსპიტალზე” – შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს, რამე დამმართნოდა”

ალია ავტორი - ალია
14:44 08-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა მუსელიანი, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში”, წერს”

“მოგესალმებით,მინდა მოგიყვეთ ჩემს გამოცდილებაზე კორონასა და „გერმანულ ჰოსპიტალზე“ და მინდა, რომ ცოტათი მაინც იყოთ მომზადებულები, თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით. ამ პოსტის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ამ ტიპის დამოკიდებულებას თუ სადმე გადაეყრებით უბრალოდ იცოდეთ რა უნდა მოიმოქმედოთ. ასევე, სასწრაფოს გამოძახების დროს, კორონაზე თუ გაქვთ ეჭვი ზოგადად წარმოდგენა მაინც გქონდეთ რა შეიძლება დაგხვდეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დარწმუნებული ვარ ყველგან ესეთი სიტუაცია არ არის და პროფესიონალი ექიმებიც/ექთნებიც არსებობენ, რომელთა შრომასაც უაღრესად ვაფასებ და პატივს ვცემ.

წინასწარ ინფორმაციისთვის კორონაზე პასუხი უარყოფითი მომივიდა. სრულიად ჯანმრთელი ვარ.

ეს შემთხვევა მოხდა სადღაც აგვისტოს დასაწყსში. ამიწია სიცხემ 37.7-ზე, დაუყოვნებლივ გამოვიძახე სასწრაფო, რომელიც ძალიან მალე მოვიდა (დიდი მადლობა მათ ამისთვის). გამისინჯეს ფილტვები, არაფერი საგანგაშო არ ისმინებოდა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მირჩიეს საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც იმ დღესვე ამიღებდნენ ანალიზს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გამომიშვებდნენ დილასვე.

გადამიყვანეს გერმანულ ჰოსპიტალში. შემიყვანეს Emergency Room-ში, როგორც თვითონ ეძახიან. გამიკეთეს სისხლის საერთო ანალიზი, გამიზომეს სიცხე, გადამიღეს გულ-მკერდის კარდიო. კორონას ანალიზზე მითხრეს, რომ უკვე დაგვიანებული იყო, ამიტომ ხვალ გამიკეთებდნენ და ზეგ გამიშვებდნენ. ნუ არაფერი არ მითქვამს, ვიცოდი რომ ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობდნენ.აქედან დაიწყო რაც დაიწყო. სადღაც 1 საათში მოვიდა ექთანი და შემატყობინა რომ უნდა გადავეყვანე სხვა პალატაში ვინაიდან ეს იყო Emergency. გადამიყვანეს 2 კაციან პალატაში და დამაწვინეს ერთი ქალბატონის გვერდზე. ამ ქალბატონსაც ჰქონდა ჩემნაირი სიმპტომები. საუბრის შემდეგ ორივემ დავასკვენით, რომ:

1. დისტანციას ვერ დავიცავდით, რადგან 2 ნაბიჯი იყო ლოგინებს შორის.
2. თუ რომელიმე დაინფიცირებულები ვიყავით, აუცილებლად გადავდებდით ერთმანეთს.
3. საერთო საპირფარეშოს გამო დაინფიცირების ალბათობა იზრდებოდა.
4. ღამე პირბადეებით უნდა დაგვეძინა, რომ ჩვენთვითონვე გვეშველა ჩვენი ამ მდგომარეობისთვის.

ამ კითხვებით მივმართეთ ექთანს, რაზეც მარტივად გვიპასუხა „თქვენ მაინც არაფერი არ გჭირთ, ნუ ნერვიულობთ. პრეტენზიების შემთხვევაში მიმართეთ უფროსს (მორიგე ექიმს)“.

მივმართე მორიგ ექიმს, რომელმაც გვითხრა, რომ მართლები ვიყავით და სანამ ანალიზის პასუხები არ იქნებოდა ნამდვილად ბოქსირებულ პალატაში უნდა ვყოფილიყავით. ექთანმა გააპროტესტა ადგილები არ გვაქვსო, თუმცა რაღაცეების გარკვევის მერე დამაბრუნეს ემერჯენსის ოთახში (მე ვისთანაც ვიწექი იმ ქალბატონს რა ბედი ეწია არ ვიცი)

პალატაში დაბრუნებულს დამხვდა შემდეგი:

1. უნიტაზში შარდი
2. უნიტაზზე თმა
3. ვითხოვე დალაგება და უბრალოდ წყალი ჩაასხეს ტუალეტში (არანაირი დეზინფექცია)
4. პალატის კარი არ იხურებოდა შიგნიდან, ყველა ღიას მიტოვებდა ამ კარს. გარეთ მუშა მუშაობდა და ამ კაცს ვთხოვე პირბადე გაიკეთეთ, რამე არ გადმოგდოთ-თქო. მერე მომაფიქრდა – კარს სკამი მივადგი და ისე დავხურე, რომ მართლა რამე არ გადამედო.
5. ჩემს პალატაში აღმოჩნდა მეორე კარიც, რომლის გავლითაც ექიმები მოსაწევად გადიოდნენ გარეთ. ანუ ყველა ექიმი, ვისაც მოწევა მოუნდებოდა, შემოდიოდა ჩემს ოთახში – იმ ადამიანის ოთახში, ვისაც შეიძლება კორონა დაუდასტურდეს. საშიშროების გარდა, პირადი სივრცე არ მქონდა, მეძინა, ვჭამდი თუ ტანსაცმელს ვიცვლიდი, ყველა უცერემონიოდ გადი-გამოდიოდა ჩემ ოთახში. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ კორონა თუ გაქვს და ისედაც სუნთქვა გიჭირს, სიგარეტის ბოლში გამყოფებენ 24 საათი.
6. პერსონალის 90% მეკონტაქტებოდა პირბადის, ხელთათმანის და ელემენტარული წესების გარეშე. მოსაწევად ვინც გადი-გამოდიოდა, იმათზე ხო საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი.
7. სიცხიანმა ადამიანმა ვითხოვე წყალი (ვიყიდითქო). ექთანმა მიპასუხა კი იყიდება საავადმყოფოს გარეთო ..

მეორე დღეს, ამ „უფროს ექიმს“ 13:00-სთვის ვკითხე ანალიზს როდის გამიკეთებდნენ. მან მიპასუხა ჯერ პალატებში უკეთებენ ანალიზს, სადაც მე არ მოვისურვე ყოფნა (მეორე ქალბატონთან ერთად) და ამის გამო ბოლო ვიყავი რიგში. დამამადლა თქვენ მანდ გამონაკლისის სახით ხართო. რომ ვკითხე რაში იყო ეს გამონაკლისი. მიპასუხა მარტო ხარ და მაგაშიო. მაგაზეც რომ ჩავეკითხე კორონაზე მოსული ადამიანი, გუშინ რომ ცხელება ჰქონდა მარტო არ უნდა იყოსთქო? ვეღარაფერი მიპასუხა და წარმატებები მისურვა.

მეორე დღეს ისევ ისურვეს ჩემი გადაყვანა სხვა პალატაში ეს ემერჯენსიაო (ძალიან უყვართ ეს სიტყვა), რომ ვკითხე ისევ ვინმესთან ერთად უნდა შევიდეთქო „უი ეგ არ ვიციო“ პასუხი მივიღე. დაიწყო ბრძოლის მეორე რაუნდი. საბოლოოდ გადამიყვანეს ცალკე პალატაში, რომელიც თურმე ხელმისაწვდომი იყო. ანალიზის გაკეთების დროს ექიმს ვკითხე კორონას ანალიზზე მყოფი ადამიანების რაოდენობა ამ კონკრეტულ კლინიკაში აღმოჩნდა რომ ჩემი ჩათვლით სულ იყო ოთხი ადამიანი…

საბოლოო ჯამში, ეს გამოცდილება, რაც მე მივიღე იყო სტრესული, საფრთხის შემცველი და რომ არა ჩემი „მიმწოლი“ ხასიათი, შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს, რამე დამმართნოდა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა დადგნენ რისკის ქვეშ ის ადამიანები, ვინც არის მოხუცები ან არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი. ზოგი ექიმი/ექთანი რატომ უნდა გვექცეოდეს აგდებულად და რატომ არ უნდა ასრულებდეს თავის უპირველეს მოვალეობებს.

ჩემი ნებით გადავაყვანინე თავი, იმიტომ, რომ ოჯახში ყველა ვმუშაობთ და გვყავს უამრავი კონტაქტი, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მქონდა ამდენი ადამიანის წინაშე და იმის, მაგივრად, რომ ოპერატიულად ემუშავათ და მალე გაერკვიათ ჩემი მდგომარეობა, ყველაფერი უკუღმა გააკეთეს. ამის შემდეგ, მე პირადად, სახლში დავწვები თვითიზოლაციაში და ვეცდები, რომელიმე კერძო კომპანიის ტესტი გავიკეთო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტრესია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ექიმი/ექთანი ჯერ ხო წესიერად არ გელაპარაკება, მერე გიმტკიცებს ისეთ რაღაცეებს, რაც 100%-ით არასწორია და შენ ავადმყოფ ადამიანს, გიწევს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „კაჩაობა“, იმის მაგივრად, რომ დაწვე და გამოჯანმრთელებაზე იზრუნო.

ბოლოს დიდი მადლობა გოგონას ადმინისტრაციიდან, რომელმაც რამდენიმე დღეში დამირეკა და მკითხა ჩემი გამოცდილების შესახებ. აბსოლიტურად არ ელოდა ესეთ პასუხს, ახალი გახსნილები ვართ და აუცილებლად გადავცემ ამ ყველაფერსო. იმედია ინფორმაცია მივიდა შესაბამის პირებამდე.”

თეგები: გერმანული ჰოსპიტალიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved