• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლუსტრაციის კანონის მიღება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია

ალია ავტორი - ალია
14:31 08-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„ლელოს“ ლიდერებმა – ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ დღეს ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღებაზე ბრიფინგი გამართეს. ლევან კობერიძემ ჯერ კიდევ 2019  წელს პარლამენტში კანონის ინიცირება მოითხოვა, თუმცა, როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნებისთვის“ კანონი მნიშვნელოვანი არ ყოფილა. იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საბოლოოდ დაემშვიდობოს საბჭოთა წარსულს, საჭიროა, ქვეყანამ ლუსტრაციის კანონი მიიღოს. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, „ლელო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მსგავს საკითხზე მუშაობა და პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც დავაინიცირებთ. 

„დაახლოებით ორი წლის წინ მქონდა მცდელობა, დამეწყო ლუსტრაციის კანონის ინიცირება, თუმცა ამ ინიციატივამ „ქართული ოცნების“ გუნდში ენთუზიაზმი და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მე ვარ „ლელოში სწორედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, ვისაც აქვს მორალური უფლება, ისაუბროს  მსგავს თემებზე და დააყენოს მსგავსი ტიპის საკითხები. ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც „ლელო“ პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას. თუკი გვინდა, რომ დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულს და აზროვნებას და ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი“ არის დაუყოვნებლივ მისაღები,“- აცხადებს ლევან კობერიძე. 

კობერიძის თქმით, ბევრი ცდილობს კანონპროექტის დაკნინებას და ჰგონიათ, რომ ის ჩვენი წინა თაობის, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან, სიების გამოფენას ისახავს მიზნად. ასე არ არის და პოლიტიკოსი კანონის მნიშვნელოვან პუნქტებსაც უსვამს ხაზს. 

„ ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში იმ პირების შეზღუდვა, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია. ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში გვექნება მხარდაჭერა. ამ პირების არ დაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს არის ის თემა, რაც ქვეყანაში მომავალ თაობას დაანახებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური პირები მზად არიან, გაემიჯნონ ამ თემებს. „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუციები არ იყვნენ დაკნინებული,“- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ბრიფინგის დროს ლუსტრაციის კანონზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფიქრია ჩიხრაძემაც. მისი თქმით, საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა.
„საზოგადოებას გვინდა ვესაუბროთ ლუსტრაციის კანონზე, რაც დამოუკიდებლად არაერთხელ გამხდარა აქტუალური. დღეს ეს კანონი და ეს თემა არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა. სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ჯერ ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე, რომ ყველაფერს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული და სხვა სპეცსამსახურების გავლენისაგან, ჩვენს პოლიტიკურ, მედია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვისფიქრია ჩიხრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved