• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაღაზიის გამყიდველს არ უნახავს ისინი” – ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:56 08-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გამ­თე­ნი­ი­სას ბა­რი­დან ორი­ვე ერ­თად გა­სუ­ლა მაღ­ზი­ა­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ გამ­ყიდ­ვე­ლი არ ადას­ტუ­რებს, რომ ნახა ისი­ნი – ამის შესახებ, დაღუპული ახალგაზრდა ქალის, ბაია ბერუაშვილის მეგობარი აცხადებს.

მისივე თქმით, ბაია ბერუაშივილსა და გიორგი შალამბერიძეს შორის რაიმე სახის ურთიერთობა, გარდა თანამშრომლობისა გამოირიცხება.

“ბაია, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

გამ­თე­ნი­ი­სას ბა­რი­დან ორი­ვე ერ­თად გა­სუ­ლა მაღ­ზი­ა­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ გამ­ყიდ­ვე­ლი არ ადას­ტუ­რებს, რომ ნახა ისი­ნი. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, აქამ­დე ხომ უნდა ამო­ე­ღოთ ვი­დე­ოთ­ვა­ლის ფი­რე­ბი? კა­ნო­ნით, 48 სა­ა­თის მერე იწყე­ბენ ძებ­ნა­სო და იქ­ნებ რო­გორ უჭირდათ? იქ­ნებ ვინ­მემ რა­ღაც და­ა­ლე­ვი­ნათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან და სას­წრა­ფო სჭირ­დე­ბათ? სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა. ეს რას ნიშ­ნავს, ვერ ამიხ­სნია. ბაია უმ­შვი­დე­სი, უწყნა­რე­სი გო­გო იყო, ისე­თი, სა­უბ­რით რომ მო­გარ­ჩენს. მა­ნამ­დე “ბორ­მენ­ტალ­ში” მუ­შა­ობ­და ფსი­ქო­ლო­გად, იქე­დან წა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ “ბა­უ­ჰა­უს­ში” მუ­შა­ობს. იმ ბიჭ­ზე, გი­ორ­გი­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, უბ­რა­ლოდ ის, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მა­საც კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, მშვი­დი, წყნა­რი ბი­ჭი­აო – ამ­ბო­ბენ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ტა­ცე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ… რა გი­თხრათ, არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს.”

შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

„მეტრონომი“

თეგები: "ბაუჰაუს" თანამშრომლებიბაია და გიორგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved