• რეკლამა
  • კონტაქტი
11:32, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„IRI-ს, NDI-ს, ედისონ რისერჩს ვაცხადებ მატყუარა ორგანიზაციებად!“

ალია ავტორი - ალია
15:02 08-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „აირაის“ ბოლო კვლევებს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა:

„დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი ეძღვნება IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და არა მხოლოდ IRI-ს მონაცემებს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე.
თავად IRI ამბობს, რომ კვლევა ჩაატარა ივნის-ივლისში. არადა, კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შედგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კვლევა ჩატარებული აქვთ აპრილ-მაისში. ვფიქრობ, ზვერავდნენ, რას ვიტყოდით ჩვენ, თუ ისინი მესამე ძალად გამოგვაცხადებდნენ. ახლა აცხადებენ, რომ კვლევა თითქოსდა ივნის-ივლისში ჩაატარეს, რაც სიცრუეა.
მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის სიმართლე და როგორია რეალური მონაცემები:
მე ხელში მიკავია ე.წ. გარე მეხსიერება, რომელზეც ჩაწერილია 750 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი, საუბარია აუდიო, ხმოვან გამოკითხვაზე, იგივე ინტერვიუზე, ხოლო აქვე, თქვენს წინაშეა გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია: რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია და ა. შ. მაგრამ კვლავ ვამბობ, ეს 750 0000 აუდიო, ხმოვანი გამოკითხვაა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს. მეტიც, იმისათვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ს ტყუილი და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაის-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, დოკუმენტური მასალით! შემდეგ სამ კვირაში ივლის-აგვისტოს მონაცემებსა და დოკუმენტურ მასალას, ამგვარად, ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 მილიონ 200 000 აუდიო, ხმოვან ჩანაწერს წარმოგიდგენთ! დღეს ხელთ გვაქვს 750 000 აუდიოჩანაწერი, ეს არის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და აგვისტოს ნაწილის დოკუმენტური მასალა!
ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.
ვიდრე დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს, კვლავ გავიმეორებ, რომ ყველა ეს ინფორმაცია გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვერიცარიის საელჩოებს!
ა.წ. მარტ-აპრილში აუდიო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 189 533-მა რესპონდენტმა.
პირველი კითხვა: თანახმა ხართ თუ არა, რომ ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად, საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა:
პასუხები შემდეგნაირია:
65.32% თანახმაა
12.93% წინააღმდეგია
21.75% თავს იკავებს
მეორე კითხვა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით; მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგით; ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით; სავიზო რეჟიმის გაუქმებით?
ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირია:
70.51% თანახმაა
17.26% წინააღმდეგია
12.23% თავს იკავებს
მესამე კითხვა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას და/ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს?
ამ კითხვაზე პასუხები ასე გამოიყურება:
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 69.94% მარტ-აპრილში თავს არიდებდა ამ კითხვაზე პასუხს. რეალურად მარტ-აპრილში ამ კითხვაზე პასუხობდა მხოლოდ 30%. ამ 30 პროცენტში პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ. მეორე ადგილზე იყო ქართული ოცნება და მარტ-აპრილში მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო ნაციონალური მოძრაობა და მეოთხეზე სხვა დანარჩენი პარტიები.
გარდა ამისა, IRI-ს, NDI-ს, ედისონ რისერჩს ვაცხადებ მატყუარა ორგანიზაციებად და ამ მატყუარა ორგანიზაციებს, რომლებიც თითქოსდა 1500 რესპონდენტს გამოიკითხავენ ხოლმე, ჩვენ გადავცემთ 20-ჯერ მეტ აუდიო ჩანაწერს, ანუ 30-30 000 აუდიოჩანაწერს! მეტი რაოდენობის გადაცემას არ საჭიროებენ! პირიქით, ჩვენ მორიგჯერ მივმართავთ აშშ-ს ხელისუფლებას, რომ მხილებული სიცრუის გამო, საქართველოდან გაიწვიონ IRI-ს დირექტორი ჯონ დიპპორო, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაიწვიეს ლორა თორნტონი. ჯონ დიპპორო ისეთივე მატყუარაა, როგორც ლორა თორნტონი! ვწუხვარ, რომ საქართველო ჯერ ვერ თავისუფლდება მსგავსი მატყუარებისაგან, მაგრამ მალე გათავისუფლდება, ყველას ვარწმუნებ ამაში!
გარდა ამისა, მივმართავ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებას, რომ აეკრძალოს IRI-ს საქართველოში ე.წ. კვლევების ჩატარება და ქართველი ხალხის მოტყუება, რადგან ეს ორგანიზაცია მხილებულია ტყუილში! ისევე, როგორც NDI!
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან,- შეწყდეს ტყუილი! აიკრძალოს ქვეყანაში მსგავსი კვლევების გამოქვეყნება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, თუ ორგანიზაცია არ წარმოადგენს მინიმუმ 200 000 აუდიო ჩანაწერს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას.“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved